სამტრედია-გრიგოლეთის პირველ და მეორე მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამტრედია–გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5-კილომეტრიანი 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს.
ჯაპანა-ლანჩხუთის 15 კმ-მდე გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები ხორციელდება.
რეაბილიტაცია უტარდება არსებულ გზასთან დამაერთებელ 2.7 კმ-იან მონაკვეთს, სადაც მიწის ვაკისის სამუშაოები, გაბიონებისა და კიუვეტების მოწყობა მიმდინარეობს.
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს – გაივლის.