Home Blog გვერდი 12

სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება იზრდება

0

სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა ფართოვდება – 2024 წლის 1 იანვრიდან, მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდებათ შემდეგ პოზიციებზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს:

• უმცროსი ექიმი – თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში – 5 ლარი) დარიცხული
• ექთნის თანაშემწე – თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში – 3,5 ლარი) დარიცხული
• ბებიაქალი – თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში – 4,4 ლარი) დარიცხული
• სანიტარი – თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში – 3 ლარი ) დარიცხული

ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა 6000-მდე პირს შეეხება. შედეგად, მინიმალური ხელფასის დაწესების რეფორმა სტაციონარულ განყოფილებაში ჩართულ ყველა სამედიცინო პერსონალზე აისახება.

რეფორმის პირველ ეტაპზე, 2023 წლიდან, წარმატებით დაინერგა მინიმალური ანაზღაურება ექიმებისა და ექთნებისთვის. შედეგად, 15 000-მდე პირს გაუუმჯობესდა სამუშაო პირობები.

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.

პროცესს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს.

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში 730 შენობა სრულად განახლდა

default

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ამოქმედებული პროგრამის “განახლებული რეგიონების” პირველი ეტაპის ფარგლებში, 730-ზე მეტი შენობის სრული განახლება მოხდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 40 ჰექტარი რეკრეაციული სივრცე უკვე მოეწყო.

პროგრამა 4 წლიანია და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის რეაბილიტაციასა და განახლებას მოიცავს.

ლენტეხი

ტყიბული

ლენტეხი

ცაგერი

ქობულეთი



იმერეთი

 რუსთავი

ვანი

მარტვილი






გურჯაანი



თელავი




ჭიათურა




საგარეჯო




ოზურგეთი


ლანჩხუთი


ამბროლაური

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს სახელმწიფო აფინანსებს

0

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს, საჭირო სერვისებს სახელმწიფო უფინანსებს, რისთვისაც 30 მილიონი ლარია გამოყოფილი, რის ფარგლებშიც:

• შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის ფინანსდება მედიკამენტები;
• უზრუნველყოფილნი არიან სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებით და სენსორებით (CGM);
• ფინანსდება სპეციალიზებული ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებები;
• საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა;
• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა;
• გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით;
• დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი;
• პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება;
• ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;
• საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის, რომელთაც არ ესაჭიროებათ მედიკამენტის დოზის კორექცია, სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა და სხვა.

რუსთავში ახალი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დაიწყო

რუსთავში ახალი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დაიწყო.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 150 მსჯავრდებულზე გათვლილი დაწესებულების მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.

საქართველოსთვის სრულიად ახალი ტიპის დაწესებულება იძლევა ციხის უფრო მეტად ეფექტიანი მართვის შესაძლებლობას. რუსთავის ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება თანამედროვე ტიპის საკნები, სასადილო, მაღაზია, სპორტული ინფრასტრუქტურა, რესოციალიზაციის სივრცეები, გაუმჯობესებული პირობები თანამშრომლებისთვის და უსაფრთხოების უახლესი სისტემები.

სიმბოლური კაფსულა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა თანამშრომლებთან ერთად ჩადეს.

ყველა პენიტენციური დაწესებულების საზოგადოებრივი მისაღებები სრულად განახლდა

0
ყველა პენიტენციური დაწესებულების საზოგადოებრივი მისაღებების ინფრასტრუქტურა და ინვენტარი სრულად განახლდა, რაც თანამშრომელთა სამუშაო პირობებს გააუმჯობესებს და მომსახურების მიწოდებას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.

სარემონტო სამუშაო ჩატარდა მოქალაქეთა მისაღებ სივრცეში; განახლდა ელექტროგანათების, სავენტილაციო, გათბობა-გაგრილების სისტემები; შეიცვალა კომპიუტერული ტექნიკა და ავეჯი; გარემონტდა მისაღებების ტერიტორიაზე არსებული საბავშვო სივრცეც; სრულად განახლდა გარე პერიმეტრის ინფრასტრუქტურა.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ინფრასტრუქტურის განახლება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და სამსახურის საქმიანობის გასაუმჯობესებლად აღნიშნული პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი ბაღი აშენდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსასა და სოფელ ხაჯალიაში, 100 ბავშვზე გათვლილი 2 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.

საბავშვო ბაღებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. შენობები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. პროექტის ღირებულება 8,8 მილიონი ლარია.

ქვეყნის მასშტაბით კიდევ 20 საბავშვო ბაღის მშენებლობას მიმდინარეობს. პროგრამის ჯამური ღირებულება 79,5 მილიონი ლარია და მისი დასრულების შემდეგ 2275 ბავშვი ისარგებლებს განახლებული ინფრასტრუქტურით.

ჯარის ქალაქში სამხედროებს ბინები გადაეცათ

სამხედროების სამსახური არის ფასდაუდებელი და ჩვენ ყველანი, პირველ რიგში მთავრობა, ხელისუფლება არის ვალდებული, რომ მაქსიმუმი გააკეთოს თქვენთვის, რომ დაფასდეს თქვენი სამსახური, თავდადება, გმირობა ჩვენი ქვეყნის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის „ჯარის ქალაქში” ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბინების გადაცემის ცერემონიაზე პირველი ბინა სამხედრო მოსამსახურის ოჯახს სიმბოლურად პრემიერმა გადასცა.

მახათას მთაზე უპრეცედენტო, მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო, ოფიცრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად და სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდა.

მახათას მთაზე სამხედროებისთვის 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდა, რომლებშიც 1092 ბინა განთავსდა. სამხედროებმა 50მ2 (2-3 წევრი), 80მ2 (4 წევრი) და 110მ2-იანი (5 და მეტი წევრი) საცხოვრებელი ფართის შეძენა, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ − შეღავათიანი პირობებით − შეძლეს.
საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწიათ. ამ თანხის გადასახდელად მათ საშუალება ჰქონდათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ესარგებლათ.

პროექტი განგრძობითი ხასიათის იქნება. ამ მიზნით თავდაცვის კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგადაც მაიორი და ზევით ოფიცერთა შემადგენლობა, მასტერ-სერჟანტი და ზევით სერჟანტთა კატეგორია ბინას მიიღებს, რაც იქნება სამხედროების დაფასების მიმართულებით სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

მარნეულში უეფას მეორე კატეგორიის სტადიონი შენდება

0
default

ქალაქ მარნეულში უეფას მეორე კატეგორიის სტადიონი შენდება.
სტადიონის მშენებლობის ძირითადი სამუშოები დასრულებულია.
პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა ცენტრალური სტადიონი 2000 გულშემატკივარისთვის განკუთვნილი ტრიბუნით.
სტადიონის კომპლექსში მოეწყო გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსები.
.დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები. მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისათვის
სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდულლი შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
ახალი სტადიონი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, პროექტის ღირებულება 8.1 მილიონ ლარია.

დაზარალებული მევენახეები 1 ჰექტარზე 3500 ლარს მიიღებენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული მევენახეები, რომლებსაც მოსავალი სრულად დაუზიანდათ, დახმარების სახით დაზიანებულ 1 ჰექტარზე 3500 ლარს მიიღებენ. გარდა ამისა, მიმდინარეობს დასეტყვილი ყურძნის ჩაბარების პროცესი და უკვე ჩაბარებულია 20 მილიონი ლარის ღირებულების დაზიანებული ყურძენი.

დუშეთის ურბანული განახლების პროგრამის ფარგლებში უკვე დასრულებულია 28 სახლის კეთილმოწყობა

default
დუშეთში ურბანული განახლების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

დუშეთის ურბანული განახლების პროგრამის ფარგლებში, უკვე დასრულებულია 28 სახლის კეთილმოწყობა.

პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, დასრულდა ქალაქ დუშეთის ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია, ხოლო, მეორე ეტაპის ფარგლებში, პრაქტიკულად დასრულებულია ხუთი სახლის რეაბილიტაცია-რესტავრაცია.
ამ ეტაპზე კი, მიმდინარეობს ურბანული განახლების მესამე ეტაპის სამუშაოები, რაც ითვალისწინებს ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ სახლების რეაბილიტაცია-რესტავრაციას და ქუჩების მოპირკეთება-კეთილმოწყობას.

პროექტის ფარგლებში, ასევე, აქტიურ ფაზაშია ილიასეული სასამართლოს შენობის რეაბილიტაცია, რომლის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის ბოლო.
შენობა არის კერძო თანასაკუთრებაში და წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. საპროექტო დოკუმენტაცია შეთანხმდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რამდენიმე ეტაპად მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, ჯამური ინვესტიცია 12 მილიონ ლარს შეადგენს.


დუშეთი
განახლებული დუშეთი
დუშეთი
განახლებული დუშეთი