რუსთავში ახალი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დაიწყო.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 150 მსჯავრდებულზე გათვლილი დაწესებულების მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.

საქართველოსთვის სრულიად ახალი ტიპის დაწესებულება იძლევა ციხის უფრო მეტად ეფექტიანი მართვის შესაძლებლობას. რუსთავის ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება თანამედროვე ტიპის საკნები, სასადილო, მაღაზია, სპორტული ინფრასტრუქტურა, რესოციალიზაციის სივრცეები, გაუმჯობესებული პირობები თანამშრომლებისთვის და უსაფრთხოების უახლესი სისტემები.

სიმბოლური კაფსულა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა თანამშრომლებთან ერთად ჩადეს.

Previous articleყველა პენიტენციური დაწესებულების საზოგადოებრივი მისაღებები სრულად განახლდა
Next articleშაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს სახელმწიფო აფინანსებს