დუშეთში ურბანული განახლების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
დუშეთის ურბანული განახლების პროგრამის ფარგლებში, უკვე დასრულებულია 28 სახლის კეთილმოწყობა.
პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, დასრულდა ქალაქ დუშეთის ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია, ხოლო, მეორე ეტაპის ფარგლებში, პრაქტიკულად დასრულებულია ხუთი სახლის რეაბილიტაცია-რესტავრაცია.
ამ ეტაპზე კი, მიმდინარეობს ურბანული განახლების მესამე ეტაპის სამუშაოები, რაც ითვალისწინებს ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ სახლების რეაბილიტაცია-რესტავრაციას და ქუჩების მოპირკეთება-კეთილმოწყობას.
პროექტის ფარგლებში, ასევე, აქტიურ ფაზაშია ილიასეული სასამართლოს შენობის რეაბილიტაცია, რომლის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის ბოლო.
შენობა არის კერძო თანასაკუთრებაში და წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. საპროექტო დოკუმენტაცია შეთანხმდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რამდენიმე ეტაპად მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, ჯამური ინვესტიცია 12 მილიონ ლარს შეადგენს.