ყველა პენიტენციური დაწესებულების საზოგადოებრივი მისაღებების ინფრასტრუქტურა და ინვენტარი სრულად განახლდა, რაც თანამშრომელთა სამუშაო პირობებს გააუმჯობესებს და მომსახურების მიწოდებას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.

სარემონტო სამუშაო ჩატარდა მოქალაქეთა მისაღებ სივრცეში; განახლდა ელექტროგანათების, სავენტილაციო, გათბობა-გაგრილების სისტემები; შეიცვალა კომპიუტერული ტექნიკა და ავეჯი; გარემონტდა მისაღებების ტერიტორიაზე არსებული საბავშვო სივრცეც; სრულად განახლდა გარე პერიმეტრის ინფრასტრუქტურა.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ინფრასტრუქტურის განახლება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და სამსახურის საქმიანობის გასაუმჯობესებლად აღნიშნული პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
Previous articleლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი ბაღი აშენდა
Next articleრუსთავში ახალი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დაიწყო