Home Blog გვერდი 5

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ჩაქროსნულ მაგისტრალზე 4 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა

default

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ჩქაროსნულ მაგისტრალზე, პირველი 4 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთის (ვაზიანის შემოვლითი გზის) მშენებლობა დასრულდა და გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს.

ვაზიანის შემოვლითი 4 კმ-იანი გზა ქართულმა კომპანიამ ააშენა.

თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის დარჩენილ 31 კმ-ის მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება და მშენებლობის დასრულება 2024 წელს იგეგმება.

პროექტის ფარგლებში, შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა.

თბილისი-საგარეჯოს გზა ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და სოფელ თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება. მაგისტრალური გვერდს აუვლის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებს, როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც უზრუნველყოფს გადაადგილების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს და შეამცირებს მგზავრობის დროს.

თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა, თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფანის ნაწილია.

პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ

0
სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ იძულებით გადაადგილებულ პირებს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.

პროგრამის მთავარ მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის დასაქმების პერსპექტივის შექმნა წარმოადგენს.

პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 29 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში.

თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა
გორი, სამების ქ. N1
რუსთავი, ი. ცურტაველის ქუჩა N5ა
ქუთაისი,  აბაშიძის გამზ. N27
ზუგდიდი,  აღმაშენებლის ქ. N106

რა კეთდება იმერეთში

#რაკეთდება იმერეთში

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამა განახლებული რეგიონების ფარგლებში:

➤ იმერეთში აშენდა 55 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდა − 184, ამჟამად მიმდინარეობს 7 ბაღის მშენებლობა და 9 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია;
➤ აშენდა 19 სკოლა, ხოლო რეაბილიტირდა − 235, ამჟამად მიმდინარეობს 6 სკოლის მშენებლობა და 16 სკოლის რეაბილიტაცია;
➤ დაიგო 1659.6 კილომეტრი გზა და რეაბილიტირდა — 1456.84 კილომეტრი, ამჟამად მიმდინარეობს 153.86 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია;
➤ აშენდა და სრულად რეაბილიტირდა 230 ხიდი, ხიდ-ბოგირი, ამჟამად მიმდინარეობს 14 ხიდის მშენებლობა;
➤ განხორციელდა წყალმომარაგებისა და წყალარინების 421 პროექტი, ხოლო სამუშაოები მიმდინარეობს 22 პროექტზე;
➤ გაზიფიცირდა 212 სოფელი და 59131 აბონენტს მიეცა ქსელზე დაერთების შესაძლებლობა;
➤ მოეწყო და რეაბილიტირდა 311 სკვერი, ამჟამად მიმდინარეობს 19 სკვერის მოწყობა; მოეწყო 356 სპორტული ინფრასტრუქტურა, ამჟამად მიმდინარეობს − 30 სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;
➤ აშენდა და რეაბილიტირდა კულტურის 69 ობიექტი;

№5 დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე მოეწყო

0

№5 დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე მოეწყო.

ახალი სივრცე არის სრულიად იზოლირებული;აქვს ინდივიდუალური ეზო, გამწვანება;
ეზოში მოწყობილია სპორტული სივრცე, სადაც არასრულწლოვნები ივარჯიშებენ და სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით დაკავდებიან;
საკნებში ყველა მსჯავრდებულს და ბრალდებულს ექნება ინდივიდუალური სველი წერტილი.

არასრულწლოვანთათვის მოეწყო რესოციალიზაციის სივრცეც, სადაც ისინი შეძლებენ პედაგოგებთან შეხვედრას და განათლების მიღებას, დაკავდებიან ხატვით, ძერწვით და სხვა სასარგებლო აქტივობებით.

თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა

0

თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებით სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ.

სოციალური მომსახურების, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოების, ასევე – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით მოქალაქეები სრულყოფილ და უწყვეტ მომსახურებას, ერთ სივრცეში მიიღებენ.

გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის 6 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა

default

გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის 6 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე, შარშან გახსნილ 5 კმ-იან მონაკვეთს ახალი 6 კმ-იანი მაგისტრალური გზა დაემატა, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა.

გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მოიცავს 14 კმ-იანი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.

საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა უკვე გახსნილია გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალური გზის 11 კმ-იან, 4 ზოლიან მონაკვეთზე. სამუშაოები აქტიურად გრძელდება და დარჩენილი 3 კმ მაგისტრალურ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2024 წელს გაიხსნება.

გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.

გარდაბნის №1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

გარდაბნის №1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლის შენობებისა და ეზოს სრული რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს: რემონტდება ფასადი და სახურავი, საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სააქტო და სპორტული დარბაზები; ეწყობა კომპიუტერული, სახანძრო უსაფრთოების, წყალ-კანალიზაციის, გათბობისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა.

სკოლა ადაპტირებული გახდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყობა ლიფტები, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.

სრულად იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით და თანამედროვე ინფრასტრუქტურით: იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და სააქტო დარბაზი; რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი; რეკრეაციული და სპორტული სივრცეები.

სამუშაოები, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს და 2024 წლის ზაფხულში დასრულდება. შედეგად, მომავალი სასწავლო წლიდან გარდაბნის პირველი საჯარო სკოლა მოსწავლეებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღებს.

სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე, 1 მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბური პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 2027 წლისთვის, ჯამში 800 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

უნივერსიტეტის ქუჩის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

0

უნივერსიტეტის ქუჩის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ახლად რეაბილიტირებულ უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა. ქუჩაზე სრულად შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები; რეაბილიტირდა 2,5 კილომეტრი გზის სავალი ნაწილი, სადაც რამდენიმეფენიანი ასფალტის საფარი დაიგო; საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა, მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი; დამონტაჟდა თანამედროვე LED სანათები; ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი გზა დაიხაზა და მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ახალი მოსაცდელები; სრულდება ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. გარდა ამისა, გზის უსაფრთხოებისთვის, გარკვეულ ადგილებში ფერდის დამცავი კედლები მოეწყო.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 1335 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 1335 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის ვადაში, თავად შეარჩევენ.

პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება. 2023 წელს, სააგენტომ სოფლად სახლი 1300-მდე დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა.

2025 წლის ბოლომდე, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 6000 დევნილი ოჯახი განსახლდება. შესყიდული სახლების უმეტესობა თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს სოფლად დაფუძნდნენ და შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინონ.

ფერმერები თხილის ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, ფინანსური მხარდაჭერით 2024 წელსაც ისარგებლებენ

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფერმერები თხილის ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, ფინანსური მხარდაჭერით 2024 წელსაც ისარგებლებენ. პროგრამის ბიუჯეტი 20 მლნ ლარით განისაზღვრა.

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას.

ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში.

მიზნობრივი პროგრამა გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 90 ათასამდე მოსარგებლის 44,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში. მიმდინარე წელს ფერმერებმა მიიღეს დაახლოებით 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება, თხილის ბაღების მოვლის საშუალებების შესაძენად.