დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 1335 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის ვადაში, თავად შეარჩევენ.

პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება. 2023 წელს, სააგენტომ სოფლად სახლი 1300-მდე დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა.

2025 წლის ბოლომდე, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 6000 დევნილი ოჯახი განსახლდება. შესყიდული სახლების უმეტესობა თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს სოფლად დაფუძნდნენ და შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინონ.

Previous articleფერმერები თხილის ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, ფინანსური მხარდაჭერით 2024 წელსაც ისარგებლებენ
Next articleუნივერსიტეტის ქუჩის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა