№5 დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე მოეწყო.

ახალი სივრცე არის სრულიად იზოლირებული;აქვს ინდივიდუალური ეზო, გამწვანება;
ეზოში მოწყობილია სპორტული სივრცე, სადაც არასრულწლოვნები ივარჯიშებენ და სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით დაკავდებიან;
საკნებში ყველა მსჯავრდებულს და ბრალდებულს ექნება ინდივიდუალური სველი წერტილი.

არასრულწლოვანთათვის მოეწყო რესოციალიზაციის სივრცეც, სადაც ისინი შეძლებენ პედაგოგებთან შეხვედრას და განათლების მიღებას, დაკავდებიან ხატვით, ძერწვით და სხვა სასარგებლო აქტივობებით.

Previous articleთბილისში ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა
Next articleრა კეთდება იმერეთში