Home Blog გვერდი 25

მარნეულის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

0

მარნეულში კიდევ ერთ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის 90 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა.
მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტის დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.

გაიხსნა საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზა

2021 წელს გაიხსნა საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი უმოკლესი გზა, რომელიც საჩხერიდან იწყება, გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქალაქ ონიდან 5 კმ-ით.
საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების მანძილი, რაჭასთან დამაკავშირებელ ძველ გზასთან შედარებით, 80 კმ-ით, ხოლო დრო 1,5 საათით მცირდება. ახალი გზით მგზავრობას 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება.
საჩხერე-ონის ახალი გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებულ ტყიან ზონაში მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს
ახალი გზის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 111 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა

ლანჩხუთში ახალი საწარმო გაიხსნა

0

სახელმწიფოსა და USAID-ის მხარდაჭერით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თხილის შემნახველი ახალი საწარმო გაიხსნა

შპს „ჯი-ეიჩ-ჯი-ეი კომერშიალ“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის შემნახველი საწარმოა, სადაც, ერთდროულად 1,000 ტონამდე თხილის შენახვაა შესაძლებელი. კომპანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა, USAID-ის გრანტთან ერთად, 390,000 ლარზე მეტი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 390,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 196 საწარმოა თანადაფინანსებული, სახელმწიფო გრანტის ოდენობამ 95 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. გურიის რეგიონში, ამავე პროექტის ფარგლებში, 13 საწარმოა თანადაფინანსებული, სახელმწიფო გრანტის ოდენობა 5 მლნ ლარს აღემატება.

ჩოხატაურში ახალი საწარმო გაიხსნა

0

სახელმწიფო მხარდაჭერით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თხილის გადამმუშავებელი და საშრობი ახალი საწარმო „მეგაგრო“ გაიხსნა

,,მეგაგრო“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის გადამმუშავებელი საწარმოა, სადაც, წლიურად, 300-500 ტონამდე თხილის გადამუშავებაა შესაძლებელი. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული. კომპანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარია. 

საწარმოში, ჯამურად, 680,440 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 250,000 ლარი გრანტია, ხოლო 300,000 ლარი კომპანიამ ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მიიღო. გარდა ამისა, კომპანიამ, „ტექნიკური დახმარების პროგრამის“ დახმარებით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი ISO 22000 დანერგა, სადაც სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ 30,000 ლარი შეადგინა. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს.

სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 196 საწარმოა თანადაფინანსებული, სახელმწიფო გრანტის ოდენობამ 95,823,868 ლარი შეადგინა.

ფერმერებმა ნახევარი მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს

0

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დღეისათვის გადამუშავებულია 2,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი, ფერმერებმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს

პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის აუზი შენდება

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა გრძელდება

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება

პროექტის შესაბამისად მოეწყობა მცირე აუზიც, დიდ საცურაო აუზთან კი, 600 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები განთავსდება

აუზის კომპლექსს ექნება გასახდელები და საშხაპეები, როგორც აუზის მომხმარებლებისათვის, ისე მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის, დაგეგმილია სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეების მოწყობაც, საცურაო აუზთან აშენდება პარკინგი

წეროვანში ახალი საწარმო გაიხსნა

0

წეროვანში ევროსტანდარტების შესაბამისი მინის საწარმო გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში კომპანია „ელ-ჯი-ჯიმ“ საქმიანობა გააფართოვა და უახლესი დანადგარებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი მინის საწარმო გახსნა.

ახალი საწარმო და სასაწყობო ინფრასტრუქტურა 17 000 მ² ფართობზეა განთავსებული. საწარმოში ამ ეტაპზე დასაქმებულია 75 თანამშრომელი, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა. უახლოეს პერიოდში კომპანია თანამშრომელთა რაოდენობის 250-მდე გაზრდას გეგმას.

ახალ საწარმოში 7,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

მცხეთა-მთიანეთის მხარეში სააგენტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით სულ დაფინანსებულია 151 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 318 მილიონ ლარს აღემატება, დასაქმებულთა რაოდენობა კი 2423-ია.

ქვემო მაჩხაანში ახალი სკოლა აშენდა

0

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი სკოლა აშენდა.

სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. 90-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებს სწავლის გაგრძელებას.

სოფელ ქვემო მაჩხაანის 90 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. სკოლაში 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1ლაბორატორია მოეწყო.

საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.

კახეთის მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

კახეთის მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პირველი მონაკვეთის გახსნა მომავალ წელს იგეგმება. დარჩენილ ორ მონაკვეთზე აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები. ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკულია კახეთის მაგისტრალის 35 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც თბილისიდან საგარეჯომდე ჩადის. ამ მონაკვეთის დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება გადაადგილების დრო და მგზავრობა მეტად კომფორტული გახდება. პროექტით გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რაც 110 კმ საათში გადაადგილების საშუალებას მოგვცემს, ბუნებრივია, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მთლიანობაში, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 10 წლიანი განვითარების სტრატეგიის და „ხედვა 2030“-ის გათვალისწინებით, დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტირებაა გათვალისწინებული კახეთის მაგისტრალისა და შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო გზების განვითარებაში. შესაბამისად, ყველა მიმდინარე და დაგეგმილი მონაკვეთის დასრულების შემდეგ, თბილისიდან თელავამდე ჩასვლა 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

ამ ეტაზე, მიმდინარეობს თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა, სადაც შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილის ჩქაროსნული საავტომობილო გზა

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა დაყოფილია 3 მონაკვეთად (ლოტად) – ვაზიანის შემოვლითი გზა, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი, საგარეჯოს შემოვლით გზა, სამშენებლო სამუშაოები სამივე მონაკვეთზე მიმდინარეობს

სამშენებლო სამუშაოები სამივე მონაკვეთზე მიმდინარეობს. ვაზიანის შემოვლითი გზის დასრულება 2023 წელს, ხოლო დანარჩენი ორი მონაკვეთის – 2024 წელს იგეგმება

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია, არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა – ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს მგზავრობის დროს.

მარნეულში ახალი სკოლა აშენდა

0

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოფში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა.

სოფელ ცოფის 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. სკოლაში 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია მოეწყო.

საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.

სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. 150-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებს სწავლის გაგრძელებას.