წეროვანში ევროსტანდარტების შესაბამისი მინის საწარმო გაიხსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში კომპანია „ელ-ჯი-ჯიმ“ საქმიანობა გააფართოვა და უახლესი დანადგარებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი მინის საწარმო გახსნა.
ახალი საწარმო და სასაწყობო ინფრასტრუქტურა 17 000 მ² ფართობზეა განთავსებული. საწარმოში ამ ეტაპზე დასაქმებულია 75 თანამშრომელი, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა. უახლოეს პერიოდში კომპანია თანამშრომელთა რაოდენობის 250-მდე გაზრდას გეგმას.
ახალ საწარმოში 7,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
მცხეთა-მთიანეთის მხარეში სააგენტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით სულ დაფინანსებულია 151 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 318 მილიონ ლარს აღემატება, დასაქმებულთა რაოდენობა კი 2423-ია.