კახეთის მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პირველი მონაკვეთის გახსნა მომავალ წელს იგეგმება. დარჩენილ ორ მონაკვეთზე აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები. ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკულია კახეთის მაგისტრალის 35 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც თბილისიდან საგარეჯომდე ჩადის. ამ მონაკვეთის დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება გადაადგილების დრო და მგზავრობა მეტად კომფორტული გახდება. პროექტით გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რაც 110 კმ საათში გადაადგილების საშუალებას მოგვცემს, ბუნებრივია, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მთლიანობაში, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 10 წლიანი განვითარების სტრატეგიის და „ხედვა 2030“-ის გათვალისწინებით, დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტირებაა გათვალისწინებული კახეთის მაგისტრალისა და შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო გზების განვითარებაში. შესაბამისად, ყველა მიმდინარე და დაგეგმილი მონაკვეთის დასრულების შემდეგ, თბილისიდან თელავამდე ჩასვლა 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

ამ ეტაზე, მიმდინარეობს თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა, სადაც შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილის ჩქაროსნული საავტომობილო გზა

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა დაყოფილია 3 მონაკვეთად (ლოტად) – ვაზიანის შემოვლითი გზა, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი, საგარეჯოს შემოვლით გზა, სამშენებლო სამუშაოები სამივე მონაკვეთზე მიმდინარეობს

სამშენებლო სამუშაოები სამივე მონაკვეთზე მიმდინარეობს. ვაზიანის შემოვლითი გზის დასრულება 2023 წელს, ხოლო დანარჩენი ორი მონაკვეთის – 2024 წელს იგეგმება

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია, არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა – ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს მგზავრობის დროს.

Previous articleმარნეულში ახალი სკოლა აშენდა
Next articleქვემო მაჩხაანში ახალი სკოლა აშენდა