მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოფში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა.
სოფელ ცოფის 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. სკოლაში 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია მოეწყო.
საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.
სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. 150-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებს სწავლის გაგრძელებას.