Home Blog გვერდი 23

თბილისის 213-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

0

გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები და ადმინისტრაციული ნაწილი, ბიბლიოთეკა და სასადილო. გამოიცვალა კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი. შეიღება შენობის ფასადი, მოეწყო წყალსაწრეტი მილები, აღდგა გაუქმებული სახანძრო უსაფრთხოების კიბეები. ეზოში დაიგო ასფალტის საფარი, გამოიცვალა ჭიშკარი და ღობე.

პროექტის სრული ღირებულება: 1 174 105 ლარი.

დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის დიაბეტის პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იზრდება

0

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა – დიაბეტის მქონე ბავშვები პროგრამით სარგებლობას თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარდა უკვე გურჯაანსა და მარნეულშიც შეძლებენ.

ვაუჩერის კომპონენტი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას:

  • საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა;
  • ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა;
  • გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით (კვარტალში ერთხელ);
  • დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი (მათ შორის ფუნდუს კამერით);
  • პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება;
  • ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;
  • საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის, რომელთაც არ ესაჭიროებათ მედიკამენტის დოზის კორექცია, სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.

გურჯაანსა და მარნეულში სახელმწიფო პროგრამის ვაუჩერულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბავშვთა ენდოკრინოლოგების მიერ კონსულტაცია ჰიბრიდულ რეჟიმში განხორციელდება – კერძოდ: დადგენილი პერიოდულობით (წლის მანძილზე თვეში არანაკლებ ერთხელ) სამედიცინო დაწესებულებაში ენდოკრინოლოგის მიერ განხორციელდება ბენეფიცირების ადგილზე მომსახურება, ხოლო კონსულტაციების ნაწილი განხორციელდება დისტანციურად.

დიაბეტის პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:

თბილისი:

“ენმედიცი”-თბილისი წინანდლის ქ.N9

შპს. “დიაბეტიან ბავშვთა ცენტრი”-თბილისი. პ.ქავთარაძის I შესახვევი N2

შპს. “დიაკორი”-თბილისი, ლუბლიანას ქ.N5

შპს ჯეო ჰოსპიტალს – თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი -წინანდლის N9-3

ქუთაისი:

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი – ჯავახიშვილის N 83ა

ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი – ტ.ტაბიძის 23

ბათუმი:

ბათუმის მ.იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი (აეროპორტის გზატკეცილი 64)

შპს ქ.ბათუმის №1 პოლიკლინიკა – ტბ. აბუსერიძის ქ. №2

გურჯაანი:

შპს ჯეო ჰოსპიტალს – გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი – მარჯანიშვილის ქ. N35

მარნეული:

შპს ჯეო ჰოსპიტალს – მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი – რუსთაველის ქ. N112

საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა

0

„საქსტატის ახალი კვლევის მიხედვით 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.5 პროცენტით (113.5 ლარით) გაიზარდა და 1 304.5 ლარი შეადგინა, რაც ასევე მეტია წინაკრიზისული პერიოდის 2019 წლის მაჩვენებელზეც -1129.5. ამასთან, გაზრდილია საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 11.2%-ით გაიზარდა და 900 ლარია. როგორც ვხედავთ, 2021 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 31%-ით ნაკლებია.

ცნობისათვის საშუალო ხელფასის გამოთვლის ორი ხერხიდან საშუალო არითმეტიკულითა და მედიანური მეთოდით. საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას; მედიანა კი ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვია და შესაბამისად
მედიანა საშუალოსთან შედარებით უფრო ობიექტური მნიშვნელობაა იმ შემთხვევაში, როდესაც მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

კვლავ რჩება განსხვავდება საშუალო თვიური ხელფასებს შორის სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში, რაც 26 %-ს შეადგენს და მიუხედავად ბოლო 2 წლის მიხედვით სახელმწიფო სექტორში ხელფასების 10 %-იანი ზრდისა, ერთ-ერთ ამოცანად სწორედ სახელმწიფო მოხელეთა ანაზღაურების ზრდა უნდა მივიჩნიოთ.

საქმიანობების სახეების მიხედვით, 2021 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 509 ლარი;
⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 386 ლარი;
⦁ ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 1298 ლარი;
⦁ მშენებლობა – 1 276 ლარი;
⦁ სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 1 273 ლარი.

ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე მეორე წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, თუ როგორ პოზიტიურად აისახება როგორც სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა, ისე დაქირავებულთა ხელფასებზე. საწარმოთა მიერ უფრო მაღალი გამოშვება ქმნის გაზრდილ ბიუჯეტს და შესაბამისად, დასაქმებულთა მეტ შემოსავალსაც უზრუნველყოფს.

მართალია, დღეს მთავარ გამოწვევად, კვლავ ინფლაცია რჩება, თუმცა საერთაშორისო სასურსათო და საწვავის ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციები იძლევა იმის ვარაუდს, რომ მომავალ წელს ინფლაცია მნიშვნელოვნად დაიკლებს და მეორე კვარტალში მიზნობრივ მაჩვენებელთან(3%) ახლოს იქნება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ უახლოეს, 2021-2026 წლებში მსოფლიო ბანკის შეფასებით ჩვენ გვექნება როგორც რეგიონში, ისე ევროპაში ყველაზე მაღალი საშუალო წლიური ზრდა, საშუალო ხელფასების ზრდის კარგი პოტენციალი გვაქვს.

ქუთაისში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება

0

ქალაქ ქუთაისში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღში ივლიან.
ბაღში ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები.
პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა.
ბაღის შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

თურქეთიდან იმპორტირებული წამლების სია გაფართოვდა

0
Portrait an unknown male doctor holding a stethoscope behind

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით თურქეთიდან იმპორტირებული ფასდაკლებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაფართოვდა. წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს, „PSP“-ს, „იმპექსი“-ს, „GPC”-ს, „ფარმსახლი“-ს და „დოიჩე აფთიაქი“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.
იხილეთ გაფართოებული სია:

თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი „ფარმადეპო“-ს ქსელში
(აგვისტოს მონაცემებით)

ადკეტრისი ხსნარი 50მგ ამპულა
აველოქსი ტაბლეტი 400მგ
აზარგა წვეთები თვალის (10მგ+5მგ)/1მლ 5მლ ფლაკონი
აზოპტი წვეთები თვალის 10მგ/1მლ 5მლ ფლაკონი
აკლასტა ხსნარი საინფუზიო 5მგ/100მლ ფლაკონი
ამარილი ტაბლეტი 1მგ
ამარილი ტაბლეტი 2მგ
ამარილი ტაბლეტი 4მგ
ანდაზოლი ტაბლეტი 200მგ
აპრაზოლი კაფსულა 30მგ
არიქსტრა ხსნარი საინექციო 2.5მგ/0.5მლ მზა შპრიცი
არიმიდექსი ტაბლეტი 1მგ
არომაზინი ტაბლეტი 25მგ
ატარაქსი ტაბლეტი 25მგ
ა-ფერინი ფორტე ტაბლეტი
ბაქტრიმ ფორტე ტაბლეტი 800მგ+160მგ
ბეტასერკი ტაბლეტი 16მგ
ბეტასერკი ტაბლეტი 24მგ
ბლემისინი ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 15მგ ფლაკონი
ბრილინტა ტაბლეტი 90მგ
გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ
გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+850მგ
გალვუს ტაბლეტი 50მგ
გლიფორი ტაბლეტი 1000მგ
გლუკოფაჟი ტაბლეტი 1000მგ
დეპაკინი ხრონო ტაბლეტი 500გ
დიაზომიდი ტაბლეტი 250მგ
დიანე-35 დრაჟე 0.035მგ+2მგ
დიოვანი ტაბლეტი 80მგ
დიოვანი ტაბლეტი 160მგ
დუოტრავი წვეთები თვალის 2.5მლ ფლაკონი
ეარპასი ტაბლეტი 10მგ+5მგ
ელიქვისი ტაბლეტი 5მგ
ექსფორჯი ტაბლეტი 5მგ+160მგ
ექსფორჯი ტაბლეტი 10მგ+160მგ
ვიაგრა ტაბლეტი 100მგ
ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 50გრ ტუბი
ზიპრექსა ტაბლეტი 10მგ
იანუვია ტაბლეტი 100მგ
იანუმეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ
იანუმეტი ტაბლეტი 50მგ+850მგ
იბუფენი (იბუპროფენი) სუსპენზია ორალური 100მგ/5მლ 100მლ ფლაკონი
ინლიტა ტაბლეტი 5მგ
ინსულინი აპიდრა solostar ხსნარი საინექციო 100სე/1მლ 3მლ შპრიც-კალამი
კოლედანი წვეთები ორალური 15000სე/1მლ 10მლ ფლაკონი
კო-დიოვანი ტაბლეტი 80მგ+12.5მგ
კო-დიოვანი ტაბლეტი 160მგ+12.5მგ
კორდარონი ტაბლეტი 200მგ
კრესტორი ტაბლეტი 10მგ
კრესტორი ტაბლეტი 20მგ
ლამიქტალი ტაბლეტი 100მგ
მადოპარი ტაბლეტი 125მგ
მედექსოლი წვეთები თვალის/ყურის 0.1% 5მლ ფლაკონი
მოტილიუმი ტაბლეტი 10მგ
ნაველბინი ხსნარი საინექციო 50მგ/5მლ ფლაკონი
ნევანაკი წვეთები თვალის 1მგ/1მლ 5მლ ფლაკონი
ნექსიუმი ტაბლეტი 20მგ
ნექსიუმი ტაბლეტი 40მგ
პენტასა ტაბლეტი 500მგ
პლავიქსი ტაბლეტი 75მგ
პროლია ხსნარი საინექციო 60მგ/1მლ მზა შპრიცი
რელპაქსი ტაბლეტი 40მგ
რისპერდალი კონსტა ხსნარი საინექციო 25მგ ამპულა
სერეტიდი დისკუსი ფხვნილი საინჰალაციო 50მკგ+250მკგ/1დოზა 60დოზა
სერეტიდი დისკუსი ფხვნილი საინჰალაციო 50მკგ+500მკგ/1დოზა 60დოზა
სიმბიკორტი ტურბოჰალერი ფხვნილი საინჰალაციო 160მკგ+4.5მკგ/1დოზა 60დოზა ფლაკონი
სირდალუდი ტაბლეტი 2მგ
სოლიანი ტაბლეტი 400მგ
ტემოდალი კაფსულა 250მგ
ტობრადექსი წვეთები თვალის (3მგ+1მგ)/1მლ 5მლ ფლაკონი
ტრავატანი წვეთები თვალის 40მკგ/1მლ 2.5მლ ფლაკონი
ფორქსიგა ტაბლეტი 10მგ
ქსალატანი წვეთები თვალის 0.005% 2.5მლ
ქსარელტო ტაბლეტი 10მგ
ქსარელტო ტაბლეტი 15მგ
ქსარელტო ტაბლეტი 20მგ
ჯესი ტაბლეტი 0.02მგ+3მგ
თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, „ფარმადეპო“-ს ქსელში გადანაწილებულია საქართველოს მასშტაბით. თქვენთვის სასურველი პრეპარატის მარაგების გადასამოწმებლად და ფილიალის მისამართის დასაზუსტებლად დაუკავშირდით სააფთიაქო ქსელს ნომერზე – 032 240 00 04


თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი „ავერსი“-ს ქსელში.
(სექტემბრის მონაცემებით)

აბილიფი 15მგ
ავამისი 27.5 ნაზ.სპრეი
აველოქსი 400მგ#7ტ
ავოდარტი 0.5მგ #30კაფს
აზარგა 5მლ ფლ #1ფლ თვ.წვ
აზოპტი 1% 5მლ თვ/წვ
აკნეტრენტი 20მგ
ალდარა 5% 250მგ
ამარილი 1მგ
ამარილი 2მგ
ამარილი 3მგ
ამარილი 4მგ
ანაფრანილი 25მგ
არავა 20მგ
არიმიდექსი 1მგ
ასირაქსი 250მგ საინექციო
ასისტი 300მგ/3მლ
ატაკანდი 16მგ
ატარაქსი 25მგ
ბარაკლუდე 0.5მგ
ბარაკლუდე 1მგ
ბელოკ ზოკი 50მგ
ბელოკი ზოკი 25მგ
ბეტასერკი 16მგ
ბეტასერკი 24მგ
ბონვივა 150მგ
გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ/1000მგ
გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ/850მგ
გენკორტი 10მგ
გლუკოფაჟი 1000მგ
დეპაკინი ხრონო 500მგ
დიოვანი 80მგ
დიოვანი 160მგ
დიფერინი 0.1% 30გ გელი
დოსტინექსი 0.5მგ
ეილეა 40მგ/მლ 0.1მლ#1ფლ ინტრავ
ელიქუისი 2.5მგ
ელიქუისი 5მგ
ეპიქსი 500მგ
ეპიქსი 1000მგ
ექსფორჯი 10მგ/160მგ
ექსფორჯი 5მგ/160მგ
ვალტრექსი 500მგ
ვიზანნა 2მგ
ვოლტარენი ემულგელი 1%50გრ
ზავიცეფტა 2გ/0.5გ20მლ
იანუვია ტაბლეტი 100მგ
იანუმეტი 50მგ/1000მგ
იანუმეტი 50მგ/850მგ
ინსულ-ლანტუსიSOLO100სე
კეპრა 500მგ
კეპრა 1000მგ
კო-დიოვანი 160/12.5მგ
კორდარონი 200მგ
კრესტორი 10მგ
კრესტორი 20მგ
კრესტორი 40მგ
კუროსურფი 120მგ/1.5მლ
ლამიქტალ DC 100მგ
მადოპარი 125მგ
მაჟეზიკი-სანოველი100მგ
მეგაცე 160მგ
მესტინონი 60მგ
მოტილიუმი 10მგ
ნევანაკი 0.1% 5მლ თვ.წვ
ნექსავარი 200მგ
ნექსიუმი 20მგ
ნექსიუმი 40მგ
ნიმოტოპი 10მგ/50მლ საინ.
ნორდიტროპინ-ნორ10მგ/1.5მლ
ნორვასკი 10მგ
ნორვასკი 5მგ
ნუვარინგი #1ი/ვაგ.რგოლი
ოზურდექსი 0.7მგ იმპლ.
ოლიკლინომელი N4 1500მლ ფლ*
ოქტაგამი 5გ 100მლ
პანადოლი ექსტ500მგ/65მგ
პეგასისი 180მკგ ხსნ.0.5მლ#1შპრ
პენტასა 500მგ
პლავიქსი 75მგ
პროგრაფი 0.5მგ
პროგრაფი 1მგ
პროსკარი 5მგ
რაპამუნი 1მგ/მლ 60მლ ორ/ხსნ
რებიფი 44მკგ 0.5მლ#12შპრ
რელპაქსი 40მგ
რილუტეკი 50მგ
რისპერდალ კონს37.5მგ/2მლ
რისპერდალ კონსტა25მგ/2მლ
რუპაფინი 10მგ
სანდიმუნი(ნეორალი)100მგ
სანდიმუნი(ნეორალი)25მგ
სანდოსტატინი-ლარი20მგ/მლ#1
სანდოსტატინი-ლარი30მგ/მლ#1
საქსენდა 6მგ/მლ 3მლ #3შპ/კალ
სერეტიდი დისკუსი 50/250მკგ
სერეტიდი დისკუსი 50/500მკგ
სიმბიკორტი 160/4.5მკგ60დ
სიმბიკორტი 80/4.5მკგ120დ
სიმულექტი 20მგ5მლ გამხ#1
სინეკოდი 100მლ სიროფი
სირდალუდი 2მგ
სომატულინი120მგ/0.5მლ#1შ
ტაკროლინი 0.1% 30გ მალ
ტეგრეტოლი 200მგ
ტენორეტიკი 100მგ/25მგ
ტობრადექსი 0.3% 5მლ თვ/წვ
ტოპამაქსი 100მგ
ტოპამაქსი 25მგ
ტრავატანი 0.004%2.5მლ თ/წვ
ტრილეპტალი 300მგ
ფესტალი
ფინგია 0.5მგ
ფორზიგა 10მგ
ფოსტერი100/6მკგ ინჰ/ხს120დ
ქალივიზი(როკალტ)0.5მკგ
ქსალაკომი 2.5მლ თვ.წვ.
ქსალერტო 10მგ
ქსალერტო 15მგ
ქსალერტო 20მგ
ქსოლარი 150მგ #1შპრ
ცელსეპტი 250მგ
ცელსეპტი 500მგ
ჯესი 20მკგ/3მგ
ჰუმირა 20მგ/0.2მლ #2შპრ
ჰუმირა 40მგ/0.4მლ #2შპრ

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, „ავერსი“-ს ქსელში გადანაწილებულია საქართველოს მასშტაბით. თქვენთვის სასურველი პრეპარატის მარაგების გადასამოწმებლად და ფილიალის მისამართის დასაზუსტებლად დაუკავშირდით სააფთიაქო ქსელს ნომერზე – 032 2 900-800; 032 2-967-227; 032 2-250-099

თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი „იმპექსი“-ს ქსელში.
(აგვისტოს მონაცემებით)

ავამისი სპრეი 27.5მკგ/120დოზა
აველოქსი ტაბ.400მგ.N7
აზოპტი თვ/წვ.10მგ/მლ.5მლ
აკნეტრენტი კაფს.20მგ.N30
ამარილი ტაბ.2მგ. N30
ამარილი ტაბ.4მგ. N30
ამოკლავინი-BID შემოგარს.ტაბ.875მგ/125მგ.N14
ანაფრანილი ტაბ.25მგ. N30
ატაკანდი ტაბ.16მგ. N28
ბეტასერკი ტაბ.16მგ. N30
ბეტასერკი ტაბ.24მგ. N20
ბონვივა ტაბ.150მგ.N3ბონვივა ტაბ.150მგ.N3
ბრილინტა ტაბ.90მგ.N56
გალვუს მეტი ტაბ.50მგ/1000მგ. N60
გალვუს მეტი ტაბ.50მგ/850მგ. N60
გალვუსი ტაბ.50მგ.N56
გლიფორი ტაბ.1000მგ.N100
გლუკოფაჟი ტაბ.1000მგ.N100
დეპაკინი ხრონო ბტ ტაბ.500მგ.N30
დიოვანი ტაბ. 80მგ. N28
დიოვანი ტაბ.160მგ.N28
დოსტინექსი ტაბ.0.5მგ.N8
ელიქვისი ტაბ.5მგ.N56
ელიქუისი ტაბ.2.5მგ.N56
ეპიქსი XR ტაბ.500მგ.N50
ეპიქსი XR ტაბ.750მგ.N50
ეპიქსი ტაბ. 250მგ.N50
ეპიქსი ტაბ.1000მგ.N50
ესრამი ტაბ.10მგ.N28
ესრამი ტაბ.20მგ.N28
ექსფორჯი ტაბ. 5მგ/160მგ. N28
ექსფორჯი ტაბ.10მგ/160მგ. N28
ვაზოსერკი BID ტაბ.24მგ.N60
ვალტრექსი ტაბ.500მგ. N10
ვანსეარი საღეჭი ტაბ.5მგ.N84
ვანსეარი ტაბ.10მგ.N84
ვიგამოქსი თვ.წვ.5მგ/მლ.5მლ
ვიზანა ტაბ.2მგ. N28
ვოლტარენი ემულგელი 1% (10მგ/გ) 50გრ
ზიმაქსი ტაბ.400მგ.N10
იანუვია ტაბ.100მგ. N28
იანუმეტი ტაბ. 50მგ/850მგ. N56
იანუმეტი ტაბ.50მგ/1000მგ N56
კლარიტინი ტაბ.10მგ.N20
კო-დიოვანი ტაბ.160/12.5მგ. N28
კო-ირდა ტაბ.150მგ/12.5მგ.N28
კო-ირდა ტაბ.300მგ/12.5მგ.N28
კონკორი ტაბ.5მგ.N30
კორდარონი ტაბ.200მგ.N30
კორტაირი საინჰ.ფლაკ.0.25მგ/მლ.2მლ.N20
კორტაირი საინჰ.ფლაკ.0.5მგ/მლ.2მლ.N20
კრესტორი ტაბ.10მგ. N28
კრესტორი ტაბ.20მგ. N28
ლამიქტალი DC ტაბ.100მგ.N30
ლანტუსი Solostar 100სე/მლ 3მლ.შპრ-კალ. N5
მადოპარი კაფს.125მგ.N30
მაჟეზიკი სანოველი ტაბ.100მგ.N15
ნევანაკი თვ/წვ. 1მგ/მლ 5მლ N1
ნექსიუმი ტაბ. 20მგ.N14
ნექსიუმი ტაბ. 40მგ.N28
ნორვასკი ტაბ. 5მგ N30
ნორვასკი ტაბ.10მგ.N30
პარკინი ტაბ.0.25მგ.N100
პენტასა ტაბ.500მგ.N100
პლავიქსი ტაბ.75მგ. N28
პულმიკორტი საინჰ.ხსნ.0.5მგ/მლ.2მლ.N20
რელპაქსი ტაბ.40მგ.N3
რივოქსარი ტაბ.10მგ.N10
რივოქსარი ტაბ.15მგ.N28
რივოქსარი ტაბ.20მგ.N28
სერეტიდი აკუჰალერი/დისკუსი საინჰ.50მკგ/250მკგ/1დოზა 60დოზა
სერეტიდი აკუჰალერი/დისკუსი საინჰ.50მკგ/500მკგ/1დოზა 60დოზა
სიმბიკორტი ტურბუჰალერი საინჰ.ფხვ.160/4.5მკგ. 60დოზა
სიმბიკორტი ტურბუჰალერი საინჰ.ფხვ.80/4.5მკგ.120დოზა
სიმბრინზა თვ/წვ.(10მგ + 2მგ)/მლ.5მლ
სირდალუდი ტაბ.2მგ. N30
ტენორეტიკი ტაბ.100მგ/25მგ.N28
ტობრადექსი თვ/წვ. 0.3% 5მლ
ფორქსიგა ტაბ.10მგ.N28
ქსალაკომი თვ/წვ 0.5% 2.5მლ
ქსარელტო ტაბ.10მგ. N10
ქსარელტო ტაბ.15მგ.N28
ქსარელტო ტაბ.20მგ. N28
ციტოლესი ტაბ.10მგ.N56
ციტოლესი წვ.10მგ/მლ.15მლ
ჯესი ტაბ.0.02მგ/3მგ.N28

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, “იმპექსი“-ს ქსელში გადანაწილებულია საქართველოს მასშტაბით. თქვენთვის სასურველი პრეპარატის მარაგების გადასამოწმებლად და ფილიალის მისამართის დასაზუსტებლად დაუკავშირდით სააფთიაქო ქსელს ნომერზე – 032 2 31 31 00

თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი „PSP“-ს ქსელში.
(სექტემბრის მონაცემებით)

ავამისი 27.5მკგ/120დოზ.სპრ.თრ
აველოქსი ტაბ.400მგ N7 თრ
ავოდარტი კაფს. 0.5მგ N30 თრ
ავონექსი ბეტა-ინტერფ.შპ.N1თრ S
აზარგა თვალის წვ. 5მლ თრ
აკლასტა ფლაკონი 5მგ/100მლ თრ
ანაფრანილი ტაბ. 25მგ N30 *
არიმიდექსი ტაბ.1მგ N28 თრ-S
არომაზინი ტაბ. 25მგ N30 თრ-S
ატაკანდი ტაბ. 16მგ N28 თრ
ბაქტრიმი ფორტე800+160მგ N20 თრ
ბელოკი Zok ტაბ. 25მგ N20 თრ
ბელოკი Zok ტაბ. 50მგ N20 თრ
ბეტასერკი ტაბ. 16მგ N30 თრ
ბეტასერკი ტაბ. 24მგ N20 თრ
ბონვივა ტაბ.150მგ N3 თრ
ბრილინტა ტაბ 90მგ N56 თრ
გალვუს მეტი ტაბ.50/850მგN60 თრ
გალვუს მეტი ტბ.50/1000მგN60 თრ
გალვუსი ტაბ. 50მგ N56 თრ
დენტინოქსი გელი 20გრ თრ
დეპაკინი ხრონო ბტ ტ.500მგN30თრ
დეპაკინი ხრონო ტაბ500მგ N30 თრ
დეპრექსი კაფს. 20მგ N24 თრ
დიოვანი ტაბ. 80მგ N28 თრ
დიოვანი ტაბ.160მგ N28 თრ
დოსტინექსი ტაბ. 0.5მგ N8 თრ
დუოტრავი თვალ.წვ. 2.5მლ თრ
ელიქუისი ტაბ.2.5მგ N56 თრ
ელიქუისი ტაბ.5მგ N56 თრ
ელოკონი მალამო 0.1% 30გ თრ
ენბრელი შპრიცი 50მგ N2 თრ
ენდოქსანი დრაჟე 50მგ.N50 თრ
ენდოქსანი ფლ. 500მგ N1 თრ-S
ეუთიროქსი ტაბ. 100მკგ N50 თრ
ეუთიროქსი ტაბ. 50მკგ N50 თრ
ეუთიროქსი ტაბ. 75მკგ N50 თრ
ექსფორჯი ტაბ. 5მგ/160მგN28 თრ
ექსფორჯი ტაბ.10მგ/160მგ N28 თრ
ექსცეგრანი კაფს.100მგ N100 თრ
ვალტრექსი ტაბ.500მგ N10 თრ
ვიგამოქსი თვ.წვ. 5მგ/მლ 5მლ თრ
ვოლტარენი ემულგელი 1% 50გ თრ
ზირტეკი ტაბ. 10მგ N20 თრ
იანუვია ტაბ. 100მგ N28 თრ
იანუმეტი ტაბ.50მგ/850მგ N56 თრ
იანუმეტი ტბ.50მგ/1000მგ N56 თრ
იქსგევა ფლ. 120მგ/1.7მლ N1
კლარიტინი ტაბ.10მგ N20 თრ
კლონექსი ტაბ.100მგ N50 *
კო-დიოვანი 160/12.5მგ ტბN28 თრ
კო-დიოვანი 80/12.5მგ ტაბN28 თრ
კონკორი 5 ტაბ. N30 თრ
კოპაქსონი 40მგ/მლშპ.ფანN12თრ-S
კორდარონი ტაბ.200მგ N30 თრ
კრესტორი ტაბ. 10მგ N28 თრ
კრესტორი ტაბ. 20მგ N28 თრ
ლამიქტალი DC საღ.ტ.100მგN30 თრ
მაჟეზიკი ტაბ. 100მგ N15 თრ
მოტილიუმი ტაბ.10მგ N21 თრ
ნაველბინი კაფს.20მგ N1 *-S
ნაველბინი კაფს.30მგ N1 *-S
ნაველბინი ფლ.50მგ/5მლ N1 თრ-S
ნევანაკი თვ.წვ. 1მგ/მლ 5მლ თრ
ნექსიუმი ტაბ. 20მგ N14 თრ
ნექსიუმი ტაბ. 40მგ N28 თრ
ნორვასკი ტაბ. 5მგ N30 თრ
ნორვასკი ტაბ.10მგ N30 თრ
პანადოლი ექსტრა ტბ.500მგN24 თრ
პენტასა ტაბ.500მგ N100 თრ
პლავიქსი შ.ტაბ. 75მგ N28 თრ
რელპაქსი ტაბ 40მგ N3 თრ
სერეტიდ დისკუსი 50/500მკგ60 თრ
სერეტიდ დისკუსი50/250მკგ60დ თრ
სიმბიკორტი160/4.5მკგ 60დოზ. თრ
სიმბიკორტი80/4.5მკგ.120დ.ფხ თრ
ტეგრეტოლი ტაბ. 200მგ N24 თრ
ტემოდალი კაფს. 20მგ N5 თრ-S
ტემოდალი კაფს. 250მგ N5-S თრ
ტემოდალი კაფს.100მგ N5 თრ-S
ტენორეტიკი ტბ100მგ/25მგ N28 თრ
ტობრადექსი თვ/წვ.0,3% 5მლ თრ
ტოპამაქსი ტაბ. 25მგ N60 თრ
ტოპამაქსი ტაბ.100მგ N60 თრ
ტრავატანი თვ.წვ 40მკგ 2.5მლ თრ
ფემარა ტაბ. 2.5მგ N30-S თრ
ფორქსიგა ტაბ.10მგ N28 თრ
ქსარელტო ტაბ. 10მგ N10 თრ
ქსარელტო ტაბ. 15მგ N28 თრ
ქსარელტო ტაბ. 20მგ N28 თრ
ცელცეპტი ტაბ.500მგ N50 თრ
ჰიდრეა კაფს. 500მგ N100 თრ-S
ჰოლოქსანი ფლ. 1გ N1 თრ-S

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, “PSP“-ს ქსელში გადანაწილებულია საქართველოს მასშტაბით. თქვენთვის სასურველი პრეპარატის მარაგების გადასამოწმებლად და ფილიალის მისამართის დასაზუსტებლად დაუკავშირდით სააფთიაქო ქსელს ნომერზე – 032 2 185 111 – 1

თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი „ჯპს“-ის ქსელში.
(სექტემბრის მონაცემებით)

ადკეტრისი ხსნარი 50მგ ამპულა
აველოქსი ტაბლეტი 400მგ
აზარგა წვეთები თვალის (10მგ+5მგ)/1მლ 5მლ ფლაკონი
აზოპტი წვეთები თვალის 10მგ/1მლ 5მლ ფლაკონი
აკლასტა ხსნარი საინფუზიო 5მგ/100მლ ფლაკონი
ამარილი ტაბლეტი 1მგ
ამარილი ტაბლეტი 2მგ
ამარილი ტაბლეტი 4მგ
ანდაზოლი ტაბლეტი 200მგ
აპრაზოლი კაფსულა 30მგ
არიქსტრა ხსნარი საინექციო 2.5მგ/0.5მლ მზა შპრიცი
არიმიდექსი ტაბლეტი 1მგ
არომაზინი ტაბლეტი 25მგ
ატარაქსი ტაბლეტი 25მგ
ა-ფერინი ფორტე ტაბლეტი
ბაქტრიმ ფორტე ტაბლეტი 800მგ+160მგ
ბეტასერკი ტაბლეტი 16მგ
ბეტასერკი ტაბლეტი 24მგ
ბლემისინი ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 15მგ ფლაკონი
ბრილინტა ტაბლეტი 90მგ
გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ
გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+850მგ
გალვუს ტაბლეტი 50მგ
გლიფორი ტაბლეტი 1000მგ
გლუკოფაჟი ტაბლეტი 1000მგ
დეპაკინი ხრონო ტაბლეტი 500გ
დიაზომიდი ტაბლეტი 250მგ
დიანე-35 დრაჟე 0.035მგ+2მგ
დიოვანი ტაბლეტი 80მგ
დიოვანი ტაბლეტი 160მგ
დუოტრავი წვეთები თვალის 2.5მლ ფლაკონი
ეარპასი ტაბლეტი 10მგ+5მგ
ელიქვისი ტაბლეტი 5მგ
ექსფორჯი ტაბლეტი 5მგ+160მგ
ექსფორჯი ტაბლეტი 10მგ+160მგ
ვიაგრა ტაბლეტი 100მგ
ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 50გრ ტუბი
ზიპრექსა ტაბლეტი 10მგ
იანუვია ტაბლეტი 100მგ
იანუმეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ
იანუმეტი ტაბლეტი 50მგ+850მგ
იბუფენი (იბუპროფენი) სუსპენზია ორალური 100მგ/5მლ 100მლ ფლაკონი
ინლიტა ტაბლეტი 5მგ
ინსულინი აპიდრა solostar ხსნარი საინექციო 100სე/1მლ 3მლ შპრიც-კალამი
კოლედანი წვეთები ორალური 15000სე/1მლ 10მლ ფლაკონი
კო-დიოვანი ტაბლეტი 80მგ+12.5მგ
კო-დიოვანი ტაბლეტი 160მგ+12.5მგ
კორდარონი ტაბლეტი 200მგ
კრესტორი ტაბლეტი 10მგ
კრესტორი ტაბლეტი 20მგ
ლამიქტალი ტაბლეტი 100მგ
მადოპარი ტაბლეტი 125მგ
მედექსოლი წვეთები თვალის/ყურის 0.1% 5მლ ფლაკონი
მოტილიუმი ტაბლეტი 10მგ
ნაველბინი ხსნარი საინექციო 50მგ/5მლ ფლაკონი
ნევანაკი წვეთები თვალის 1მგ/1მლ 5მლ ფლაკონი
ნექსიუმი ტაბლეტი 20მგ
ნექსიუმი ტაბლეტი 40მგ
პენტასა ტაბლეტი 500მგ
პლავიქსი ტაბლეტი 75მგ
პროლია ხსნარი საინექციო 60მგ/1მლ მზა შპრიცი
რელპაქსი ტაბლეტი 40მგ
რისპერდალი კონსტა ხსნარი საინექციო 25მგ ამპულა
სერეტიდი დისკუსი ფხვნილი საინჰალაციო 50მკგ+250მკგ/1დოზა 60დოზა
სერეტიდი დისკუსი ფხვნილი საინჰალაციო 50მკგ+500მკგ/1დოზა 60დოზა
სიმბიკორტი ტურბოჰალერი ფხვნილი საინჰალაციო 160მკგ+4.5მკგ/1დოზა 60დოზა ფლაკონი
სირდალუდი ტაბლეტი 2მგ
სოლიანი ტაბლეტი 400მგ
ტემოდალი კაფსულა 250მგ
ტობრადექსი წვეთები თვალის (3მგ+1მგ)/1მლ 5მლ ფლაკონი
ტრავატანი წვეთები თვალის 40მკგ/1მლ 2.5მლ ფლაკონი
ფორქსიგა ტაბლეტი 10მგ
ქსალატანი წვეთები თვალის 0.005% 2.5მლ
ქსარელტო ტაბლეტი 10მგ
ქსარელტო ტაბლეტი 15მგ
ქსარელტო ტაბლეტი 20მგ
ჯესი ტაბლეტი 0.02მგ+3მგ
თურქეთიდან​იმპორტირებული​მედიკამენტები,​“ჯპს“-ს​ქსელში​გადანაწილებულია საქართველოს მასშტაბით. თქვენთვის სასურველი პრეპარატის მარაგების გადასამოწმებლად

და ფილიალის მისამართის დასაზუსტებლად დაუკავშირდით სააფთიაქო ქსელს ნომერზე – 032 271 07 07

თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი „ფარმსახლი“-ს ქსელში.
(აგვისტოს მონაცემებით)

ავამისი სპრ.27.5მკგ/120დოზ
აველოქსი ტაბ.400მგ N7
აზარგა თვ.წვ.5მლ
აზოპტი თვ.წვ.1% 5მლ
აკნეტრენტი კაფს.20მგ N30
ანაფრანილი ტაბ. 25მგ N30
არიმიდექსი ტაბ.1მგ N28
ატაკანდი ტაბ. 16მგ N28
ბაქტრიმი ფორტე ტაბ N20
ბელოკი Zok ტაბ.25მგ N20
ბელოკი Zok ტაბ.50მგ N20
ბეტასერკი ტაბ.16მგ N30
ბონვივა ტაბ.150მგ N3
ბრილინტა ტაბ.90მგ N56
გალვუს მეტი ტაბ 50/850მგ N60
გალვუს მეტი ტაბ.50/1000მგ N60
გალვუსი ტაბ.50მგ N56
გლიფორი ტაბ.1000მგ N100
გლუკოფაჟი ტაბ.1000მგ N100
დეპაკინი ხრონო ტაბ.500მგ N30
დიოვანი ტაბ 80მგ N28
დიოვანი ტაბ.160მგ N28
დოსტინექსი ტაბ.0.5მგ N8
ელიქუისი ტაბ.2.5მგ N56
ელიქუისი ტაბ.5მგ. N56
ელოკონი მალამო 0.1% 30გ
ეუთიროქსი ტაბ. 50მკგ N50
ეუთიროქსი ტაბ. 75მკგ N50
ექსფორჯი ტაბ 5მგ/160მგ N28
ექსფორჯი ტაბ.10მგ/160მგ N28
ვიზანნა 2მგ ტაბ N28
ვოლტარენი ემულგელი 1% 50გრ
იანუვია ტაბ.100მგ N28
იანუმეტი ტაბ 50მგ/1000მგ N56
იანუმეტი ტაბ 50მგ/850მგ N56
კლარიტინი ტაბ.10მგ N20

კო-დიოვანი ტაბ.160/12.5 N28
კორდარონი ტაბ.200მგ N30
კრესტორი ტაბ.10მგ N28
კრესტორი ტაბ.20მგ N28 (
ლამიქტალი DC ტაბ.100მგ N30
მადოპარი კაფს 125მგ N30
მოტილიუმი ტაბ.10მგ N21
ნევანაკი თვ.წვ. 1მგ/მლ 5მლ.N1
ნექსიუმი ტაბ.20მგ N14
ნექსიუმი ტაბ.40მგ N28
ნორვასკი ტაბ. 10მგ N30
პანადოლი ექსტრა ტაბ 500მგ N24
პლავიქსი ტაბ 75მგ N28
პროლია 60მგ შპრიცი N1
რელპაქსი ტაბ.40მგ N3
სერეტიდი დისკუსი საინჰ.50/250მკგ
სერეტიდი დისკუსი საინჰ.50/500მკგ
სიმბიკორტი საინჰ.ფხ.160/4.5მკგ/დოზ 60დოზ
სიმბიკორტი საინჰ.ფხ.80/4.5მკგ/დოზ.120დოზ
სინეკოდი სიროფი 1.5მგ/მლ 100მლ
ტეგრეტოლი ტაბ.200მგ N24
ფემარა ტაბ.2.5მგ N30
ქსარელტო ტაბ. 15მგ N28
ქსარელტო ტაბ. 20მგ N28
ჯესი ტაბ.20მკგ/3მგ N28

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, “ფარმსახლის“-ს ქსელში გადანაწილებულია საქართველოს მასშტაბით. თქვენთვის სასურველი პრეპარატის მარაგების გადასამოწმებლად და ფილიალის მისამართის დასაზუსტებლად დაუკავშირდით სააფთიაქო ქსელს ნომერზე – 0322 41 01 10

თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი „დოიჩე აფთიაქი“-ს ქსელში.
(მაისის მონაცემებით)

ვიზანნა 2მგ
დიფერინი გელი 0.1% 30გრ ტუბი
ელიქუისი ტაბლეტი 5მგ
ბონვივა ტაბლეტი 150მგ
ვიქტოზა ხსნარი საინექციო 6მგ/1მლ 3მლ შპრიც-კალამი
ელიქუისი ტაბლეტი 2.5მგ
ბონვივა ხსნარი საინექციო 3მგ/3მლ მზა შპრიცი

ვირეადი ტაბლეტი 245მგ
კეპრა ტაბლეტი 500მგ
კეპრა ტაბლეტი 1000მგ
კოპაქსონი ხსნარი საინექციო მზა შპრიცი 40მგ/მლ
რებიფი ხსნარი საინექციო 44მკგ(12მლნ სე) 0.5მლ მზა შპრიცი
რისპერდალი კონსტა ხსნარი საინექციო 37.5მგ ამპულა
პროლია ხსნარი საინექციო 60მგ/1მლ მზა შპრიცი
იანუმეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ
იანუვია ტაბლეტი 100მგ
ქსარელტო ტაბლეტი 10მგ
ქსარელტო ტაბლეტი 15მგ
ქსარელტო ტაბლეტი 20მგ

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, „დოიჩე აფთიაქი“-ს ქსელში გადანაწილებულია საქართველოს მასშტაბით. თქვენთვის სასურველი პრეპარატის მარაგების გადასამოწმებლად და ფილიალის მისამართის დასაზუსტებლად დაუკავშირდით სააფთიაქო ქსელს ნომერზე – 032 270 10 10

მიმდინარეობს სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია

0

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, სოფელ ველისციხის ცენტრალურ ნაწილში 60-მდე სახლის, ცენტრალური ქუჩის, ველისციხის თეატრის წინ მდებარე მოედნისა და მიმდებარე პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, ადგილზე 150 ადამიანია დასაქმებული.

რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს ველისციხის 130 წლის ისტორიის მქონე თეატრის ფასადისა და პირველი სართულის რეკონსტრუქციასაც. ასევე, მოწესრიგდება გზა, სანიაღვრე სისტემები და მოეწყობა წყლის ბიოლოგიური გამწმენდი.
სოფელ ველისციხეში არსებული ნაგებობები გამოირჩევა არქიტექტურით და მისი განახლებით, კახეთის რეგიონს კიდევ ერთი ისტორიული და არქიტექტურული ღირებულებით მდიდარი, ტურისტულად საინტერესო ცენტრი შეემატება, რაც, თავის მხრივ, ველისციხის მოსახლეობისთვის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააჩენს.

Army City – ჯარის ქალაქის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

Army City – ჯარის ქალაქის მშენებლობა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო, დასკვნით ფაზაშია.

პროექტის მიხედვით, 1000-ზე მეტი სამხედრო 1 კვ.მ-ის დაახლოებით 100 $ შეძენას შეძლებს და უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლებს

მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის – Army City-ს“ პროექტის მიხედვით ოფიცრებისთვის შვიდსართულიანი 39 კორპუსი შენდება, რომელშიც 1092 ბინა განთავსდება. აღსანიშნავია, რომ კერძო კომპანიის ნაცვლად მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია ანხორცილებს რაც თვითღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს

„ჯარის ქალაქის – Army City-ს“ მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება

სუფსა-წყალწმინდის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია გრძელდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის სუფსა-წყალწმინდის შემოვლითი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება

სუფსა-წყალწმინდის დამაკავშირებელ გზაზე, პროექტის შესაბამისად, ხორციელდება 5,5 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია; კერძოდ, რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება არსებული ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა მიერთებები და მოედნები

გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მჭიდროდ დასახლებული სოფლები უსაფრთხო და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა; სამუშაოების დასრულება 2023 წლის აპრილში იგეგმება

2023 წლის ბიუჯეტი

0

ბიუჯეტი 2023
• პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები გაიზრდება 20%-ით
• სრულდება „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა და 1000-ზე მეტ ჯარისკაცს საცხოვრებელი ბინა გადაეცემა
• აშენდება და გარემონტდება პოლიციის ბაზები და შენობები, განახლდება შეიარაღება, აღჭურვილობა და ავტომობილები
• იწყება „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა, ათასზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინას, პროექტს არ ექნება ერთჯერადი სახე და გაგრძელდება მომავალშიც
• ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 6 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება
•სოფლის მეურნეობის განვითარების და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გამოიყოფა 900 მილიონ ლარამდე
• ყველა საჯარო მოხელეს გაეზრდება ხელფასი 10%-ით და ანალოგიური ზრდა გაგრძელდება ყოველწლიურად
• იზრდება საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები, მანდატურების ხელფასთან ერთად
• საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები გაიზრდება 10%-ით
• გაიზრდება პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება.
• მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში გაიზრდება საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასები
• იწყება სადაზვერვო და საბრძოლო დრონების წარმოება
• 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია გახდება 365 ლარი(მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარი)
• 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 300 ლარამდე (მაღალმთიან დასახლებებში 355 ლარი)
• გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატულ შშმ პირთა პენსიის ზრდა 65 ლარით
• სახელმწიფო შეიძენს 3 ფრანგულ ვერტმფრენსა და 30 სახანძრო მანქანას
• იწყება 7000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დევნილთათვის.
• იწყება 500-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია
• იზრდება აგროკრედიტების, აგროდაზღვევის, საწარმოების, მელიორაციისა და სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებების დაფინანსება.
• მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, იზრდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსება
• საქართველო უმასპინძლებს ახალგაზრდულ ჩემპიონატს ფეხბურთში, ამ მიზნით შენდება და რეაბილიტაცია უტარდება სტადიონებს, პროექტზე გამოყოფილია 100 მლნ ლარი
• ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით იგეგმება 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბების სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია
• გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა გაგრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, განახლდება მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, გაგრძელდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გაუმჯობესება, გაგრძელდება რეგიონების გაზიფიცირება
• დაპირების თანახმად 2025 წლისთვის ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება
• 2023 წლის მაისის ბოლოდან, ივნისში, ივლის-აგვისტოში იგეგმება მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა და კონცერტების გამართვა თბილისის სტადიონზე, ბათუმში და „ბლექ სი არენაზე“

საქართველოს ბიუჯეტი საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა.

მარიამჯვრის ნაკრძალის მისასვლელი გზის და ინფრასტრუქტურის სამუშაოები დასრულდა

მარიამჯვრის ნაკრძალის ტურისტული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მისასვლელი გზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტი ითვალისწინებდა 4 კმ გრძივი მეტრი გზის მოასფალტებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომლის ღირებულებაც 1 839 888 ლარს შეადგენს. ახალი გზა ვიზიტორებს დააკავშირებს როგორც მარიამჯვრის ნაკრძალთან, ასევე ორ სოფელს – ანთოკს და მარიამჯვარს.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მარიამჯვრის ნაკრძალის პოპულარიზაციასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის მოსახლეობის საერთო სოციალურ ფონს – მოეწყობა საოჯახო სასტუმროები და კვების ობიექტები, რაც აუცილებელი პირობა გახდება ვიზიტორთა ზრდის ტემპიდან გამომდინარე და ხელი შეეწყობა ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.
სოფელ მარიამჯვარს აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და ახლოს მდებარე სახელმწიფო ნაკრძალი, შერეული ტყის ფართობი ბუნებრივად ქმნის განსაკუთრებულ კლიმატს, რაც ბოლო პერიოდში სოფელში მუდმივად მაცხოვრებელთა და ვიზიტორების ზრდას განაპირობებს. მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის და ისეთი ტურისტულად სტრატეგიული ადგილის პოპულარიზაციისთვის, როგორიც მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალია.
მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ კალთებზე, ქ. საგარეჯოს ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, სოფ. ანთოკის ჩრდილოეთით მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 1022,5 ჰა-ს შეადგენს. მარიამჯვრის ნაკრძალის შექმნას საფუძვლად კავკასიის რელიქტის – სოსნოვსკის ფიჭვის ხელუხლებელი ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნება დაედო. მათი ანალოგი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება
აღნშნულიდან გამომდინარე, სოფელ მარიამჯვართან მისასვლელი გზის და თანმხლები ინფრასტრუქტურის მოწყობა ეკოტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც თავისთავად ადგილობრივებს დაეხმარება მცირე ბიზნესის წამოწყებაში, ხოლო გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა ასევე ხელს შეუწყობს ნაკრძალის ტერიტორიაზე სამეცნიერო კვლევით საქმიანობებს.