გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, სოფელ ველისციხის ცენტრალურ ნაწილში 60-მდე სახლის, ცენტრალური ქუჩის, ველისციხის თეატრის წინ მდებარე მოედნისა და მიმდებარე პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, ადგილზე 150 ადამიანია დასაქმებული.

რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს ველისციხის 130 წლის ისტორიის მქონე თეატრის ფასადისა და პირველი სართულის რეკონსტრუქციასაც. ასევე, მოწესრიგდება გზა, სანიაღვრე სისტემები და მოეწყობა წყლის ბიოლოგიური გამწმენდი.
სოფელ ველისციხეში არსებული ნაგებობები გამოირჩევა არქიტექტურით და მისი განახლებით, კახეთის რეგიონს კიდევ ერთი ისტორიული და არქიტექტურული ღირებულებით მდიდარი, ტურისტულად საინტერესო ცენტრი შეემატება, რაც, თავის მხრივ, ველისციხის მოსახლეობისთვის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააჩენს.

Previous articleArmy City – ჯარის ქალაქის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია
Next articleთურქეთიდან იმპორტირებული წამლების სია გაფართოვდა