დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა – დიაბეტის მქონე ბავშვები პროგრამით სარგებლობას თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარდა უკვე გურჯაანსა და მარნეულშიც შეძლებენ.
ვაუჩერის კომპონენტი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას:
- საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა;
- ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა;
- გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით (კვარტალში ერთხელ);
- დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი (მათ შორის ფუნდუს კამერით);
- პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება;
- ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;
- საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის, რომელთაც არ ესაჭიროებათ მედიკამენტის დოზის კორექცია, სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.
გურჯაანსა და მარნეულში სახელმწიფო პროგრამის ვაუჩერულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბავშვთა ენდოკრინოლოგების მიერ კონსულტაცია ჰიბრიდულ რეჟიმში განხორციელდება – კერძოდ: დადგენილი პერიოდულობით (წლის მანძილზე თვეში არანაკლებ ერთხელ) სამედიცინო დაწესებულებაში ენდოკრინოლოგის მიერ განხორციელდება ბენეფიცირების ადგილზე მომსახურება, ხოლო კონსულტაციების ნაწილი განხორციელდება დისტანციურად.
დიაბეტის პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:
თბილისი:
“ენმედიცი”-თბილისი წინანდლის ქ.N9
შპს. “დიაბეტიან ბავშვთა ცენტრი”-თბილისი. პ.ქავთარაძის I შესახვევი N2
შპს. “დიაკორი”-თბილისი, ლუბლიანას ქ.N5
შპს ჯეო ჰოსპიტალს – თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი -წინანდლის N9-3
ქუთაისი:
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი – ჯავახიშვილის N 83ა
ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი – ტ.ტაბიძის 23
ბათუმი:
ბათუმის მ.იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი (აეროპორტის გზატკეცილი 64)
შპს ქ.ბათუმის №1 პოლიკლინიკა – ტბ. აბუსერიძის ქ. №2
გურჯაანი:
შპს ჯეო ჰოსპიტალს – გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი – მარჯანიშვილის ქ. N35
მარნეული:
შპს ჯეო ჰოსპიტალს – მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი – რუსთაველის ქ. N112