ბიუჯეტი 2023
• პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები გაიზრდება 20%-ით
• სრულდება „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა და 1000-ზე მეტ ჯარისკაცს საცხოვრებელი ბინა გადაეცემა
• აშენდება და გარემონტდება პოლიციის ბაზები და შენობები, განახლდება შეიარაღება, აღჭურვილობა და ავტომობილები
• იწყება „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა, ათასზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინას, პროექტს არ ექნება ერთჯერადი სახე და გაგრძელდება მომავალშიც
• ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 6 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება
•სოფლის მეურნეობის განვითარების და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გამოიყოფა 900 მილიონ ლარამდე
• ყველა საჯარო მოხელეს გაეზრდება ხელფასი 10%-ით და ანალოგიური ზრდა გაგრძელდება ყოველწლიურად
• იზრდება საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები, მანდატურების ხელფასთან ერთად
• საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები გაიზრდება 10%-ით
• გაიზრდება პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება.
• მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში გაიზრდება საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასები
• იწყება სადაზვერვო და საბრძოლო დრონების წარმოება
• 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია გახდება 365 ლარი(მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარი)
• 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 300 ლარამდე (მაღალმთიან დასახლებებში 355 ლარი)
• გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატულ შშმ პირთა პენსიის ზრდა 65 ლარით
• სახელმწიფო შეიძენს 3 ფრანგულ ვერტმფრენსა და 30 სახანძრო მანქანას
• იწყება 7000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დევნილთათვის.
• იწყება 500-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია
• იზრდება აგროკრედიტების, აგროდაზღვევის, საწარმოების, მელიორაციისა და სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებების დაფინანსება.
• მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, იზრდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსება
• საქართველო უმასპინძლებს ახალგაზრდულ ჩემპიონატს ფეხბურთში, ამ მიზნით შენდება და რეაბილიტაცია უტარდება სტადიონებს, პროექტზე გამოყოფილია 100 მლნ ლარი
• ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით იგეგმება 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბების სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია
• გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა გაგრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, განახლდება მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, გაგრძელდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გაუმჯობესება, გაგრძელდება რეგიონების გაზიფიცირება
• დაპირების თანახმად 2025 წლისთვის ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება
• 2023 წლის მაისის ბოლოდან, ივნისში, ივლის-აგვისტოში იგეგმება მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა და კონცერტების გამართვა თბილისის სტადიონზე, ბათუმში და „ბლექ სი არენაზე“
საქართველოს ბიუჯეტი საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა.