ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის სუფსა-წყალწმინდის შემოვლითი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება
სუფსა-წყალწმინდის დამაკავშირებელ გზაზე, პროექტის შესაბამისად, ხორციელდება 5,5 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია; კერძოდ, რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება არსებული ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა მიერთებები და მოედნები
გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მჭიდროდ დასახლებული სოფლები უსაფრთხო და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა; სამუშაოების დასრულება 2023 წლის აპრილში იგეგმება