ქალაქ ქუთაისში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღში ივლიან.
ბაღში ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები.
პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა.
ბაღის შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.