Home Blog გვერდი 147

140 000-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვისთვის სოციალური დახმარება გაიზარდება

0

სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად, ყოველთვიურად 50-ლარიან დახმარებას მიიღებენ. აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება.

სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის, 50-ლარიანი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოიყოფა.

ხაშურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიული სასწავლებელი აშენდება

ხაშურში 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიული სასწავლებელი აშენდება.

თანამედროვე ტიპის სამ სართულიან შენობაში იფუნქციონირებს სოფლის მეურნეობის ტექნიკის, ელექტრომექანიკის, ავტოსატრანსპორტო, სამშენებლო საქმის, სატყეო საქმის, მეფუტკრეობისა და კულინარიის სახელოსნოები.

შენობაში ასევე თავმოყრილი იქნება სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ადაპტირებული სველი წერტილები და სპორტული მოედანი.

კასპში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა

კასპში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა.

ახალი სტადიონის ტერიტორიაზე ერთი სტანდარტული ზომის და ერთი მინი მოედანია.

პროექტის ფარგლებში მოეწყო პრეს-ლოჟა, დაიგო უმაღლესი ხარისხის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა განათების სისტემა და განახლდა სპორტული სკოლის შენობა, რომელიც ადმინისტრაციულ ნაგებობასა და გასახდელებს მოიცავს.

პენტაგონში აშშს-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო – ხელშეკრულება გაფორმდა

0

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აშშ – ში ვიზიტის შემდეგ საქართველოსა და აშშ – ს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.

პენტაგონში აშშ – საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო – ხელშეკრულება გაფორმდა.

ჩარჩო – ხელშეკრულება სრულ შესაბამისობაშია თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებთან, რომელიც მიზნად ისახავს მზადყოფნისა და მდგრადი შესაძლებლობების განვითარებასა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციას.

კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 3 კილომეტრიან გზას, ასფალტის საფარი მოეწყობა 20 000 მ²-ზე და შეიცვლება გარეგანათების ქსელი.

რიკოთის ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

რიკოთის ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ხევი-უბისას (F2) 12.2 კმ-იანი და უბისა-შორაპანის (F3) 13 კმ-იანი მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

F2 და F3 მონაკვეთებზე მიმდინარეობს 20 გვირაბისა და 27 ხიდის მშენებლობა.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

0

წნორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდა.

საწარმოში წელიწადში, საშუალოდ, 11,000 კგ ჩირისა და ტყლაპის წარმოება იქნება შესაძლებელი.

2020 წლის ბოლომდე, კომპანიაში სახელმწიფოს მხარდაჭერით, ასევე, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის – ISO:22000-ის დანერგვა იგეგმება.

რუსთავში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში, გარეჯისა და გაგარინის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია.

სევე აქტიურად მიმდინარეობს კოსტავას გამზირზე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ფასადებისა და აივნების აღდგენა-რეაბილიტაციას და დეკორატიული და ფუნქციური ელემენტების დამატებას ითვალისწინებს.

მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაცია სრულდება

0

მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაციის პროცესი დეკემბერში დასრულდება.

სამუშაოები ითვალისწინებს ხიდების განაპირა ბურჯებისა და თაღის მალის ნაშენის ქვის, ასევე, აგურის წყობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს, დედაენისა და 9 მარტის ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის მოწყობას, გარეგანათების სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და ზაარბრიუკენის ხიდის მოაჯირების რესტავრაციას.

მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში, მზის ელექტროსადგურები მონტაჟდება.

მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში, მზის ელექტროსადგურები მონტაჟდება.

მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, კახეთისა და იმერეთის 87 სოფლის 178 ოჯახში სპეციალური სისტემების მონტაჟი სექტემბრიდან დაიწყო.

მზის პანელების მოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება.