სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად, ყოველთვიურად 50-ლარიან დახმარებას მიიღებენ. აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება.
სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის, 50-ლარიანი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოიყოფა.