კასპში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა.
ახალი სტადიონის ტერიტორიაზე ერთი სტანდარტული ზომის და ერთი მინი მოედანია.
პროექტის ფარგლებში მოეწყო პრეს-ლოჟა, დაიგო უმაღლესი ხარისხის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა განათების სისტემა და განახლდა სპორტული სკოლის შენობა, რომელიც ადმინისტრაციულ ნაგებობასა და გასახდელებს მოიცავს.