წნორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდა.
საწარმოში წელიწადში, საშუალოდ, 11,000 კგ ჩირისა და ტყლაპის წარმოება იქნება შესაძლებელი.
2020 წლის ბოლომდე, კომპანიაში სახელმწიფოს მხარდაჭერით, ასევე, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის – ISO:22000-ის დანერგვა იგეგმება.