ხაშურში 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიული სასწავლებელი აშენდება.
თანამედროვე ტიპის სამ სართულიან შენობაში იფუნქციონირებს სოფლის მეურნეობის ტექნიკის, ელექტრომექანიკის, ავტოსატრანსპორტო, სამშენებლო საქმის, სატყეო საქმის, მეფუტკრეობისა და კულინარიის სახელოსნოები.
შენობაში ასევე თავმოყრილი იქნება სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ადაპტირებული სველი წერტილები და სპორტული მოედანი.