რიკოთის ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ხევი-უბისას (F2) 12.2 კმ-იანი და უბისა-შორაპანის (F3) 13 კმ-იანი მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
F2 და F3 მონაკვეთებზე მიმდინარეობს 20 გვირაბისა და 27 ხიდის მშენებლობა.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.