Home Blog გვერდი 141

ქუთაისის მოსახლეობა 24 საათიან წყლის მიწოდებაზე გადადის

ქუთაისის მოსახლეობა 24 საათიან წყლის მიწოდებაზე ეტაპობრივად გადადის. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ფაზა დასკვნით ეტაპზეა და ამ დროისთვის, ქალაქში ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მოსახლეობის 60 პროცენტს წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. უახლოეს პერიოდში ახალ ქსელზე ქალაქ მუზეუმისა და საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულები ჩაირთვება.

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპის ფარგლებში აშენდა გოდოგანზე ორი და მუხრანში ერთი რეზერვუარი. ასევე, მოეწყო სამი სატუმბი სადგური. გაკეთდა 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და 200 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი.

ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა პირველ ავტომობილს მიმდინარე წლის აგვისტოში გამოუშვებს

0

ელექტრომობილები, რომელსაც ქუთაისის ქარხანა აწარმოებს, გავა ექსპორტზე, ასევე მოემსახურება ადგილობრივ ბაზარს
პირველ ეტაპზე წარმოებული იქნება 5000 ელექტრომობილი, თუმცა შემდეგ ეტაპზე ეს რიცხვი 40 ათასამდე გაიზრდება
ასევე იგეგმება ადგილზე მოხდეს სათადარიგო ნაწილების წარმოებაც. ამ ეტაპისთვის დასაქმებულია 300 ადამიანი, თუმცა ეს რიცხვი 3000-მდე გაიზრდება. ადგილზე იქნება წარმოებული აკუმულატორები, ელექტროობის წარმოების ხაზები და ასშ. რაც შესაძლებლობას იძლევა ქუთაისში მთლიანად აიწყოს ელექტრომობილი.

თბილისს 40 ახალი ავტობუსი შეემატა

0

ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც წიფი მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის წიფი-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირების და ვენტილაციის სისტემები. გააჩნია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და USB-დამტენები.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 90 ერთეული 10-მეტრიანი MAN-ისა და 220 ერთეული 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეიძინა.

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება.

ქობულეთის ტურისტულ ზონაში ინფრასტრუქტურა განახლდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა თბილისის, მეგობრობის და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 2019 წელს დაიწყო. შეიცვალა სანიაღვრე სისტემა, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები, შეიცვალა ბორდიურები. საავტომობილო გზაზე დაიგო ასფალტის საფარი და ფილები. აგრეთვე დასრულდა გელაურის უბნის კეთილმოწყობა, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები პირველად განხორციელდა.

მიმდინარეობს 2 კმ სიგრძის მონაკვეთის ზღვისპირა პარკის მოწყობა.  პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო 850 მეტრიანი მონაკვეთი. დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი, გაშენდა მწვანე ზოლი, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, აშენდა მრავალფუნქციური სპორტული მოედანი, პროექტი ადაპტირებულია იქნება შშმ პირებისათვის.

ქობულეთის მუნიციპალტეტში 2019 წელს მოეწყო 4 სკვერი , აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 სტადიონს

ოზურგეთში საქონლის სატრანზიტო ცენტრი აშენდა

0

ოზურგეთში, პირველი ცოცხალი საქონლის სატრანზიტო ცენტრი აშენდა, სადაც როგორც მსხვილფეხა, ისე წვრილფეხა საქონლის მიღება იქნება შესაძლებელი.

ამასთან, ცენტრს ერთდროულად 4 000 თავამდე საქონლის განთავსება შეეძლება.

სატრანზიტო მარშრუტი დაიწყება ბათუმის პორტში სპეციალიზირებული გემის მიღებით. ბათუმიდან ცხოველებს ოზურგეთის ლოგისტიკურ ცენტრში გადაიყვანენ, შემდეგ კი სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებით საბოლოო დანიშნულების ადგილზე გაგზავნიან.

პროექტი 100-მდე ადგილობრივის დასაქმებას ითვალისწინებს.

პროექტს კომპანია „აგრო პრაიმი“ ახორციელებს, რომლის მთავარი პარტნიორი ქვეყანა ყაზახეთია.

პროექტის ინვესტიცია 10 მილიონ ლარამდეა, ლოგისტიკური ცენტრები აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, ელექტრო ღობეებითა და მოწყობილობებით.

წეროვანსა და ბიწმენდში სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

0

მცხეთის მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტიდან წინა წლებში ეკონომიის სახით დარჩენილი თანხებით დააფინანსოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, 2015-2018 წლებში საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი დაფინანსებიდან დარჩენილი ეკონომია მოხმარდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წეროვანსა და ბიწმენდში სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

წეროვანში შეიცვლება მეტალის ამორტიზებული მილები, რომლებიც ვეღარ უზრუნველყოფს წყლის გატარებას და აფერხებს მოსახლეობისათვის სრულყოფილ წყალმომარაგებას, სოფელ ბიწმენდში კი მოეწყობა ახალი ჭაბურღილი არსებულ ქსელში წყლის მიწოდებისთვის წყლის მარაგის გასაზრდელად.

ვაშლოვანის ეროვნულ პარკში თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი მოეწყობა

0
created by dji camera

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დაცულ ტერიტორიაზე არსებული შენობის დემონტაჟი და თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის აშენება.

ახალი შენობის პირველადი და ძირითადი დანიშნულება იქნება სამეცნიერო- კვლევითი. შესაბამისად, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია და კვლევითი მიზნით გამოიყენონ სივრცე.

2020 წელს ვაშლოვანის ეროვნული პარკის გარდა, ვიზიტორთა ცენტრი ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკშიც მოეწყობა.

ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია იწყება

0

უშუალოდ პარკის ინფრასტრუქტურული განახლების გარდა ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის მოეწყობა შესაბამისი ბილიკები, რომელიც ამ ორ სივრცეს ერთმანეთთან დააკავშირებს.
იგეგმება ვაკის პარკში, ცენტრალური ღერძის გასწვრივ მდებარე კასკადისა და შადრევნების აღდგენა-რეაბილიტაციაც, მოეწყობა სპეციალური რეზერვუარი, რომელიც წყლის ფუნქციონირების 2 საშუალებას მისცემს პარკს.
პროექტის განხორციელების ვადებად 2020-2021 წლები განისაზღვრა.

 

აბასთუმანში წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმანში წყალარინების (კანალიზაციის) სისტემების მშენებლობას იწყებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 4 მილიონ ლარამდე მოხმარდება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გრიგოლ მანდარიამ და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია „ფერის“ დირექტორმა, იოსებ მჭედლიშვილმა.

პროექტის ფარგლებში ახალი საკანალიზაციო სისტემა, კოლექტორები და კანალიზაციის ჭები მოეწყობა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კურორტზე წყალარინების ცენტრალიზებული ქსელი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და დღეის მდგომარეობით, სისტემები სრულად ამორტიზებულია.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. აბასთუმნის გარდა, ახალი ინფრასტრუქტურა ობსერვატორიის, აღობილისა და არაზინდოს დასახლებებს მოემსახურება.

2020 წლის ბოლოს ბინას 667 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს

0

2020 წლის ბოლოს ვარკეთილის სამხედრო ქალაქში და გორში, ბინას 667 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. გათვალისწინებულია კორპუსების დასრულებული ფასადით, მოპირკეთებული სადარბაზოთი, სარდაფით, ლიფტებით, შესასვლელი რკინის კარით, ელექტროენერგიის ცენტრალური ქსელითა და წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. ასევე, მოხდება საცხოვრებელი ბინების მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტება და შ.შ.მ. პირებისთვის ადაპტირებული პანდუსების მოწყობა.

სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და მათთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის პროცესი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს დაიწყო და დღემდე როგორც უწყების, ასევე მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემა 2013 წლიდან მიმდინარეობს. დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საცხოვრებელი ფართით 1700-ზე მეტი ოჯახი უზრუნველყო.