ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა თბილისის, მეგობრობის და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 2019 წელს დაიწყო. შეიცვალა სანიაღვრე სისტემა, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები, შეიცვალა ბორდიურები. საავტომობილო გზაზე დაიგო ასფალტის საფარი და ფილები. აგრეთვე დასრულდა გელაურის უბნის კეთილმოწყობა, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები პირველად განხორციელდა.
მიმდინარეობს 2 კმ სიგრძის მონაკვეთის ზღვისპირა პარკის მოწყობა. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო 850 მეტრიანი მონაკვეთი. დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი, გაშენდა მწვანე ზოლი, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, აშენდა მრავალფუნქციური სპორტული მოედანი, პროექტი ადაპტირებულია იქნება შშმ პირებისათვის.
ქობულეთის მუნიციპალტეტში 2019 წელს მოეწყო 4 სკვერი , აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 სტადიონს