ოზურგეთში, პირველი ცოცხალი საქონლის სატრანზიტო ცენტრი აშენდა, სადაც როგორც მსხვილფეხა, ისე წვრილფეხა საქონლის მიღება იქნება შესაძლებელი.
ამასთან, ცენტრს ერთდროულად 4 000 თავამდე საქონლის განთავსება შეეძლება.
სატრანზიტო მარშრუტი დაიწყება ბათუმის პორტში სპეციალიზირებული გემის მიღებით. ბათუმიდან ცხოველებს ოზურგეთის ლოგისტიკურ ცენტრში გადაიყვანენ, შემდეგ კი სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებით საბოლოო დანიშნულების ადგილზე გაგზავნიან.
პროექტი 100-მდე ადგილობრივის დასაქმებას ითვალისწინებს.
პროექტს კომპანია „აგრო პრაიმი“ ახორციელებს, რომლის მთავარი პარტნიორი ქვეყანა ყაზახეთია.
პროექტის ინვესტიცია 10 მილიონ ლარამდეა, ლოგისტიკური ცენტრები აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, ელექტრო ღობეებითა და მოწყობილობებით.