მცხეთის მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტიდან წინა წლებში ეკონომიის სახით დარჩენილი თანხებით დააფინანსოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, 2015-2018 წლებში საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი დაფინანსებიდან დარჩენილი ეკონომია მოხმარდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წეროვანსა და ბიწმენდში სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

წეროვანში შეიცვლება მეტალის ამორტიზებული მილები, რომლებიც ვეღარ უზრუნველყოფს წყლის გატარებას და აფერხებს მოსახლეობისათვის სრულყოფილ წყალმომარაგებას, სოფელ ბიწმენდში კი მოეწყობა ახალი ჭაბურღილი არსებულ ქსელში წყლის მიწოდებისთვის წყლის მარაგის გასაზრდელად.

Previous articleვაშლოვანის ეროვნულ პარკში თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი მოეწყობა
Next articleოზურგეთში საქონლის სატრანზიტო ცენტრი აშენდა