Home Blog გვერდი 138

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყველა ობიექტზე სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

0

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, ყველა ობიექტზე შეტანილია ეფექტური სადეზინფექციო საშუალებები და აქტიურად მიმდინარეობს დამუშავების პროცესი.

სპეციალური სითხეებით დამუშავდა ავტომობილების როგორც გარე ზედაპირი, ასევე შიდა სივრცე.

„აღსანიშნავია, რომ საბაჟო დეპარტამენტის პერსონალს ჩაუტარდა სრული ინსტრუქტაჟი მათ მიერ განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

სპეციალური სითხეებით მუშავდება ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი და გაფორმების ეკონომიკური ზონა, ასევე დამუშავების პროცესს ექვემდებარება ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

აღნიშნული პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი – www.stopcov.ge შექმნა

0

კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი – www.stopcov.ge შექმნა.

ასევე, დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს აღინიშნა, რომ მთავრობამ 2 მარტს გამოსცა განკარგულება საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ.

პრემიერის ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 4 მარტიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდება.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასწავლო პროცესი 2-დან 16 მარტამდე უკვე შეწყდა საქართველოს ყველა საჯარო სკოლასა და სააღმზრდელო დაწესებულებაში, ასევე – რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში.

ამ გადაწყვეტილების კერძო სკოლებზე, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებზე სავალდებულოდ გავრცელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. სასწავლო დაწესებულებებმა პროფილაქტიკის მიზნით უნდა ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად.

განკარგულების თანახმად, 4-დან 16 მარტამდე პერიოდში ასევე შეწყდება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება.

„გარდა ამისა, მთავრობის 2 მარტის განკარგულებით ცვლილებები შევიდა საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში. ცვლილებები მათ შორის გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გამავალი კორონავირუსის რისკის მქონე ქვეყნებიდან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების ესკორტირებას (მის ეკიპაჟთან ერთად) შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე; ასევე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ჩანაცვლდება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც რისკჯგუფს არ განეკუთვნება, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების სრული დეზინფექცია, ხოლო სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე), რომელიც საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, უკან დაბრუნებას ან კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას დაექვემდებარება.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა წარადგინა ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების შედეგად მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე და საქართველოს ეკონომიკაზე მისი პოტენციური გავლენის შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდს დაავალა, ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშაოს სპეციალური გეგმა, ქვეყნის ეკონომიკაზე ვირუსის შედეგად შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს გატარებული ღონისძიებებისა და პრევენციული მოქმედებების შესახებ საზოგადოების ინტენსიურ რეჟიმში ინფორმირებისთვის.

სწორედ ამ მიზნით, დამატებით შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი, www.stopcov.ge, სადაც განთავსდება ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიებების შესახებ, ასევე – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით, რეგულარულად იკრიბება. ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულ რეჟიმში მოქმედებს და მთავრობა პროცესს სრულად მართავს“,-აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იმერეთის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

0

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, რეგიონებში გუბერნატორების ხელმძღვანელობით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს.

აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში დილიდან ხონის, წყალტუბოსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების, სკოლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ობიექტების დეზინფექცია მიმდინარეობს.

იმერეთის მასშტაბით, 12-ვე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, რეგიონებში გუბერნატორების ხელმძღვანელობით შექმნილია დროებითი სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრების და არასამეწარმეო იურიდიული პირების (აიპ) ხელმძღვანელები შედიან.

გუბერნატორები კი, თავის მხრივ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში სრულ ინფორმაციას აწვდიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარს.

ბათუმში საქალაქო მიკროავტობუსების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

0

ბათუმში საქალაქო მიკროავტობუსების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. როგორც ბათუმის მერიაში განაცხადეს, დეზინფექცია დღეს 600 მიკროავტობუსში განხორციელდა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქალაქო ტრანსპორტის სპეციალური ხსნარით დამუშავება დღეში ორჯერ მოხდება.

ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით პროცედურა ერთჯერადი არ იქნება და სამუშაოები რეგულარულად განხორციელდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან კორონავირუსის პრევენციისთვის 100 ათასი ლარი გამოიყო 

0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის სტრატეგიული მარაგების შევსების მიზნით 100 ათასი ლარი გამოიყო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, მუნიციპალიტეტის მერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები, მოქმედებს კოორდინირებულად საქართველოს მთავრობასთან ერთად.

შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების, პრევენციული ღონისძიებების გატარების და გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე კონკრეტული დავალებები მიიღეს, მათ შორის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების შესახებ.

სადეზინფექციო სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება და ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები რეგიონებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა 

0

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა მომსახურების სააგენტოს თბილისის ფილიალი და ერთიანი მომსახურების ცენტრის – თბილისის და რუსთავის ფილიალები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარე კვირის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურულ ერთეულში ჩატარდება.

გურჯაანს განახლებული სკვერი და დასასვენებელი პარკი ექნება

გურჯაანს განახლებული სკვერი და დასასვენებელი პარკი ექნება. რეაბილიტაციის ფარგლებში პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, საზაფხულო კინოთეატრი, ამფითეატრი და სპორტული მოედანი.

ამასთანავე განახლდება განათების ბოძები, საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები, სკამები, სანაგვე ურნები, მწვანე საფარი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, მისი ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოველთა თავშესაფარი შენდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა გრძელდება.

თავშესაფარი აღიჭურვება: ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით.

პროექტის დასრულების შემდეგ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა სრულად მოგვარდება, რაც საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ როგორც უსაფრთხოება, ამავე დროს, ცხოველებს მივუჩინოთ თანამედროვე, კარგი დროებითი საცხოვრებელი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

 

სასაზღვრო პუნქტებსა და აეროპორტებში საველე კარვები დამონტაჟდა

0

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები დამონტაჟდა, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან. ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან. კარავში მუდმივად იმორიგევებს სამედიცინო პერსონალი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას 24 საათის განმავლობაში ახდენენ.

მგზავრის გადაადგილების შესახებ წინასწარი ინფორმაციის და მონცემების დამუშავების გარდა, მესაზღვრეების მიერ, მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე, ადგილზე ხდება მოქალაქის გადამოწმება და პირველადი რისკის განსაზღვრა. დამატებითი რეაგირების მიზნით, რისკის მატარებელი მგზავრის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ადგილზე მყოფ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სახელმწიფო უწყებებში, ასევე რკინიგზის სადგურებსა და მატარებლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება

0

სახელმწიფო უწყებებში, რომლებიც მოსახლეობას კონკრეტულ სერვისებს სთავაზობენ, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, დეზინფექციას ჩაატარებს მათ შორის „საქართველოს რკინიგზაც“ – მატარებლებსა და სადგურებში.

„უწყებათაშორისმა საბჭომ მოისმინა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, რაც მათ შორის გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებას. აღნიშნული ასევე მოიცავს დახურულ სივრცეში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დროებით გადადებასაც.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც მოსახლეობას აწვდიან სახელმწიფო სერვისებს, ასევე – „საქართველოს რკინიგზა“ მატარებლებსა და სადგურებში“, – ნათქვამია განცხადებაში.