გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა გრძელდება.

თავშესაფარი აღიჭურვება: ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით.

პროექტის დასრულების შემდეგ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა სრულად მოგვარდება, რაც საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ როგორც უსაფრთხოება, ამავე დროს, ცხოველებს მივუჩინოთ თანამედროვე, კარგი დროებითი საცხოვრებელი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

 

Previous articleსასაზღვრო პუნქტებსა და აეროპორტებში საველე კარვები დამონტაჟდა
Next articleგურჯაანს განახლებული სკვერი და დასასვენებელი პარკი ექნება