ბათუმში საქალაქო მიკროავტობუსების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. როგორც ბათუმის მერიაში განაცხადეს, დეზინფექცია დღეს 600 მიკროავტობუსში განხორციელდა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქალაქო ტრანსპორტის სპეციალური ხსნარით დამუშავება დღეში ორჯერ მოხდება.
ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით პროცედურა ერთჯერადი არ იქნება და სამუშაოები რეგულარულად განხორციელდება.