გურჯაანს განახლებული სკვერი და დასასვენებელი პარკი ექნება. რეაბილიტაციის ფარგლებში პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, საზაფხულო კინოთეატრი, ამფითეატრი და სპორტული მოედანი.
ამასთანავე განახლდება განათების ბოძები, საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები, სკამები, სანაგვე ურნები, მწვანე საფარი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, მისი ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია.