Home Blog გვერდი 122

სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება

მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების საკვები პროდუქტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება.

დახმარების აქციაში დღეს კომპანიები – „ჯითისი ჯგუფი“, „არსი“ და „ფერი“ ჩაერთნენ. კამპანიას შეუერთდა „ვითიბი ბანკის“ მენეჯმენტიც, რომელმაც ბენეფიციარებისთვის 2 000 ამანათი მოამზადა.

პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და საკვებ პროდუქტებთან ერთად მედიკამენტებსაც მოიცავს, მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების და გამგეობის თანამშრომლების საშუალებით გადაეცემათ.

ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.

ანაკლიაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

ანაკლიაში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 125 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის პროექტს ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 1 8730 90 ლარია. ახალი საბავშვო ბაღი სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, შენობაში პანდუსთან ერთად იქნება ლიფტიც.

ასევე, მიმდინარეობს 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ბიბლიოთეკის, კვების ბლოკის, გარდერობისა და რეკრეაციული ზონის მოწყობასაც ითვალისწინებს. სკოლის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 1 700 000 ლარია.

სულ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით შენდება 12 ახალი საბავშვო ბაღი, ერთს კი სრული რეაბილიტაცია უტარდება, დაგეგმილია 9 საბავშვო ბაღის მშენებლობა.

ბროწეულას დასახლებაში ხიდის მშენებლობა და გზის რეაბილიტაცია სრულდება

0

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბროწეულას დასახლებაში, მდ. ლოჭინზე ხიდის მშენებლობა და 2,5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია სრულდება.

გზა დაზიანებული იყო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.

პროექტის შესაბამისად, მოეწყო ეზოში შესასვლელები, წყალამრიდი ბეტონის არხები, მიერთებები, ტბასთან მისასვლელი და ბილიკები.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.

ვეკუასა-ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

0

გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთვის, გლდანის III მიკრორაიონის შესახვევიდან V-VII მიკრორაიონების შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 10 000 კვ.მ ფართობზე მოდიფიცირებული ასფალტის ზედა ფენა იგება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია 15 ივნისისთვის დასრულდება.

სამუშაოების ფარგლებში, ტროტუარებზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ველობილიკების მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ჭების ნიშნულზე მოყვანა ხდება. ორივე ქუჩაზე ეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები და ახალი მოსაცდელები.

აღნიშნული ორი ქუჩა ცენტრალური დანიშნულებისაა, რომლის საშუალებითაც გლდანის რაიონის რვა მიკრორაიონის მცხოვრებლები ქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და შიდა საუბნო გზებს უკავშირდებიან. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზებულ სანიაღვრე ქსელს და ტროტუარებს. მოეწყო საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, გარე განათების ქსელი და საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 955 554 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება, კომპანია „ენ სი სი“ აწარმოებს.

გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

0

გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო, პროექტის ღირებულება 2 900 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ აღმაშენებლის ქუჩა ავტობანს დაუკავშირდება.

ამასთან, სოფელ ლესაში წყლის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტის თანახმად, უნდა მოეწყოს ცენტრალური მაგისტრალი და სათავე ნაგებობა, რომლითაც 500 ოჯახი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. სამუშაოები 700 000 ლარით ფინანსდება.

ასევე, ლანჩხუთის 9 ქუჩაზე სანიაღვრე არხები მოეწყობა. პროექტის ღირებულება 1 170 000 ლარს შეადგენს.

ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

0

ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 17 ხიდსა და 4 გვირაბზე ხორციელდება.

ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. საკურორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.

პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ ფინანსდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 734 ლარია.

ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში მოსახლეობა ყველაზე მეტად ქართულ ჯარს ენდობა

0

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში მოსახლეობა ყველაზე მეტად ქართულ ჯარს ენდობა.

გამოკითხულთა 87% ამბობს, რომ ყველაზე მეტად სწორედ ამ ინსტიტუტს ენდობა.

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. დასაშვები ცდომილება +/- 3%-ია.

სახელმწიფოს მიერ საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება

სახელმწიფოს მიერ საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება, ჯამში კი სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია.

რაც შეეხება იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის დეტალებს, როგორც პრემიერმინისტრის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს შეეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სასმელი წყლის ახალი ქსელის მოწყობის მიზნით, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

პროექტის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის 3 დიდი ადმინისტრაციული ერთეულის – ალგეთის, ქუთლიარისა და კაპანახჩის 8 სოფელი, ჯამში კი 19 107 ბენეფიციარი, ხარისხიანი სასმელი წყლით, შეუფერხებლად მომარაგდება.

სასმელი წყლის ქსელის მშენებლობის პროცესს ადგილზე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

„გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ამ სოფლებს მიეწოდებოდა სასმელად გამოუსადეგარი წყალი, რომელსაც მხოლოდ სარწყავად იყენებდნენ და მილების ამორტიზების გამო ამ წყლის დიდი ნაწილიც ვერ აღწევდა დანიშნულების ადგილამდე. ახლა, ეს 10 კილომეტრიანი მაგისტრალი უზრუნველყოფს ათასობით ადამიანის წყალმომარაგებას და ათწლეულების პრობლემა მოგვარდება,“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.

პროექტი, ერთობლივად, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 677 520 ლარს შეადგენს.

მარნეულში წყლისა და წყალარინების თანამედროვე სისტემები შენდება

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მშენებლობა, მაგისტრალური მილის და შიდა ქსელების მოწყობა, ამორტიზებული მილები ახლით ჩანაცვლება. ასევე, კანალიზაციის კოლექტორის მოწყობა და წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა
მარნეულს და მარნეულის სოფლებს – წერეთლის, საიმერლოს, დიდი ბეგლარის, პატარა ბეგლარისა და ყიზილაჯლოს 24 სთ-იანი წყალმომარაგება ექნებათ
წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს ადგილობრივი მაცხოვრებლები
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ახალი ნაგებობა, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მნიშვნელოვანდ შემაცირებს რეგიონში გარემოზე მავნე ზემოქმედებას

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მადარია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ
პროექტებს, აზიის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, რომლის ჯამური ინვესტიცია 175 მილიონ ლარზე მეტია