გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბროწეულას დასახლებაში, მდ. ლოჭინზე ხიდის მშენებლობა და 2,5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია სრულდება.
გზა დაზიანებული იყო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.
პროექტის შესაბამისად, მოეწყო ეზოში შესასვლელები, წყალამრიდი ბეტონის არხები, მიერთებები, ტბასთან მისასვლელი და ბილიკები.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.