პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მშენებლობა, მაგისტრალური მილის და შიდა ქსელების მოწყობა, ამორტიზებული მილები ახლით ჩანაცვლება. ასევე, კანალიზაციის კოლექტორის მოწყობა და წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა
მარნეულს და მარნეულის სოფლებს – წერეთლის, საიმერლოს, დიდი ბეგლარის, პატარა ბეგლარისა და ყიზილაჯლოს 24 სთ-იანი წყალმომარაგება ექნებათ
წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს ადგილობრივი მაცხოვრებლები
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ახალი ნაგებობა, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მნიშვნელოვანდ შემაცირებს რეგიონში გარემოზე მავნე ზემოქმედებას

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მადარია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ
პროექტებს, აზიის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, რომლის ჯამური ინვესტიცია 175 მილიონ ლარზე მეტია

Previous articleფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
Next articleმარნეულის მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს