მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების საკვები პროდუქტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება.

დახმარების აქციაში დღეს კომპანიები – „ჯითისი ჯგუფი“, „არსი“ და „ფერი“ ჩაერთნენ. კამპანიას შეუერთდა „ვითიბი ბანკის“ მენეჯმენტიც, რომელმაც ბენეფიციარებისთვის 2 000 ამანათი მოამზადა.

პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და საკვებ პროდუქტებთან ერთად მედიკამენტებსაც მოიცავს, მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების და გამგეობის თანამშრომლების საშუალებით გადაეცემათ.

ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.

Previous articleანაკლიაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
Next article1800 დევნილი ოჯახი საცხოვრებელით დაახლოებით სამი წლით ადრე დაკმაყოფილდება