გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო, პროექტის ღირებულება 2 900 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ აღმაშენებლის ქუჩა ავტობანს დაუკავშირდება.

ამასთან, სოფელ ლესაში წყლის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტის თანახმად, უნდა მოეწყოს ცენტრალური მაგისტრალი და სათავე ნაგებობა, რომლითაც 500 ოჯახი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. სამუშაოები 700 000 ლარით ფინანსდება.

ასევე, ლანჩხუთის 9 ქუჩაზე სანიაღვრე არხები მოეწყობა. პროექტის ღირებულება 1 170 000 ლარს შეადგენს.

Previous articleბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
Next articleვეკუასა-ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა