Home Blog გვერდი 121

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი იხსნება (ფოტოები)

0

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი იხსნება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება, მას ესტუმროს. განახლებული პარკის მონახულება ნებისმიერი სტუმრისთვის უფასო იქნება.

ეს უნიკალური პარკი 4,5 ჰექტარზეა გაშენებული და ბამბუკის ტყის, პალმების ბულვარისა და ხელოვნური ტბის პირას მდებარეობს.

პარკი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განახლდა.

იხილეთ ბადრი ვადაჭკორიას მიერ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში გადაღებული ფოტოები.

 

ქვემო ქართლში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

0

„ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ქვემო ქართლში შპს „აგროკომპლექსის” ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა. ასევე, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენდა სუფრის ყურძნის ბაღი.

შპს „აგროკომპლექსი“ „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 1, 500,000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, შპს „აგროკომპლექსისთანაინვესტირებით (113 000 აშშ დოლარი) 1 440 მ2 ფართზე აშენდა შენობა და დამონტაჟდა ტენიანობისა და ვენტილაციის მარეგულირებელი სისტემა.

შპს „აგროკომპლექსის“ სამაცივრე მეურნეობა აღჭურვილია თანამედროვე ULO (Ultra low Oxyge) ტექნოლოგიით, რომლიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტით (74 786 აშშ დოლარი) შეიძინა და 10 სამაცივრე კამერა აღჭურვა. კამერების ჯამური ტევადობა ათასი ტონაა. თანამედროვე ULO ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ ხილმა ერთი წლის შემდეგაც ხიდან მოწყვეტილის იერსახე და ღირებულებები შეინარჩუნოს.

საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 15 პირი. კომპანია პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.

რაც შეხება პროგრამის „დანერგე მომავალი” ფარგლებში გაშენებულ სუფრის ყურძნის ბაღებს, ექვსმა კომპანიამ სუფრის ყურძნის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისათვის 529.379 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო და 3,500,000 ლარის მოცულობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰა-ზე იტალიური ჯიშის სუფრის ყურძენი გაშენდა.

ჯამში, „ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, დაფინანსდა 212 ახალი და 985 არსებული საწარმო.

აღსანიშნავია, რომ შემუშავდა ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ , რომელი სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისთვის ახალ შესაძლებლობებს და ხელმისაწვდომ ფინანსურ რესურსს აჩენს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მდებარე ციხე-გალავნის რეაბილიტაცია დაიწყო

0

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მდებარე ციხე-გალავნის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. დაგეგმილია კომპლექსის აღდგენა, ნაგებობის ეზოში კი საგამოფენო დარბაზის, საოფისე სივრცის, მოსასვენებლის, საინფორმაციო ცენტრისა და ამფითეატრის მოწყობა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება და ორ ეტაპად განხორციელდება.

პანდემიის მიუხედავად, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.

ვაკის რაიონის სხვადასხვა უბანში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

0

ვაკის რაიონის სხვადასხვა უბანში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

მოსახლეობის კომფორტული გადაადგილების მიზნით, ეზოს მოწესრიგება, მათ შორის, ლორთქიფანიძის N34ა-ში ხორციელდება.

ამ დროისთვის, დაზიანებული საფარის დემონტაჟი და გზის საფუძველი ეწყობა.

511 კვ.მ ფართობის ეზოს რეაბილიტაციის ღირებულება, დაახლოებით, 21 000 ლარს შეადგენს.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ეზოში საწვრთნელი აუზის მშენებლობა დაიწყო

0

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ეზოში საწვრთნელი აუზის მშენებლობა დაიწყო. აუზი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად იძლევა სავალდებულო პრაქტიკული წვრთნების გავლის საშუალებას.

აუზზე როგორც სტუდენტების, ასევე მოქმედი მეზღვაურებისთვის, შესაძლებელი იქნება პირველადი და კოლექტიური უსაფრთხოების, ზღვაზე გადარჩენისა და სამაშველო ოპერაციების კურსების გავლა.

მშენებლობა აჭარის მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება და ბიუჯეტი 1 496 319 ლარს შეადგენს.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწვრთნელი აუზი შესაძლებლობას მისცემს ქართველ მეზღვაურებს გახდნენ უფრო მეტად მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.

მცხეთა-მთიანეთში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

0

ქალაქ დუშეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდება 4-სართულიანი შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და აღიჭურვება.

მიმდინარეობს N1 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა, იგეგმება დუშეთის N2 და N3 საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია.

დაბა თიანეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციის სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება, შენობა სრულად განახლდება და აღიჭურვება შესაბამისი აპარატურით.

მცხეთა-მთიანეთში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

ხაშურის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

0

ხაშურის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი, 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, დამხმარე შენობა-ნაგებობები, ავტოსადგომი, გამწვანების ზოლი და საფეხმავლო ბილიკები.

მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. სტადიონის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ევროპაში კორონავირუსისგან ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებში თბილისი და ბათუმი დასახელდა

0

European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ევროპაში კორონავირუსისგან ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად თბილისი (პირველი ადგილი) და ბათუმი (მე-7 ადგილი) დასახელდა (European Safest Destination 2020).

European Best Destinations არის ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით.

შეფასებაში ვკითხულობთ:

,,საქართველომ ძალიან სწრაფად მოახდინა რეაგირება და შესაბამისი ზომების მიღება, რამაც ეპიდემიის უკიდურესად დაბალ დონეზე შენარჩუნების საშუალება მისცა.

ქვეყანა საზღვრებს საერთაშორისო ვიზიტორებისათვის პირველ ივლისს ხსნის და, შესაბამისად, ნერგავს უსაფრთხოების ნორმებს, რათა დაიცვას მოგზაურების და საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მისცეს მათ საშუალება, ისიამოვნონ უსაფრთხო დასვენებით საქართველოში.

თბილისი არის Covid 19-ით ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყნის დედაქალაქი – ადგილი, სადაც ერთმანეთს საუკეთესოდ ერწყმის წარსული, აწმყო და მომავალი, კულტურა და დასვენება. ეს არის იდეალური სამოგზაურო მიმართულება კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის.

ბათუმი საოცარი ტურისტული მიმართულებაა, სადაც შეუძლებელია მოიწყინო, რადგან აქ კომბინირებულია ზღვა, მთა, გართობა, დასვენება, ეკოტურიზმი, ბუნებაში ლაშქრობა, საყიდლებზე სიარული, კულტურა, გასტრონომია, ღვინო და მრავლადაა გასართობი აქტივობები ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის. ბათუმი ევროპაში უსაფრთხო მიმართულება არამარტო კორონავირუსის თვალსაზრისით, არამედ კრიმინალის დაბალი მაჩვენებლითაც.” – წერია სტატიაში.

თბილისში ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს

0

თბილისში ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, 10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის პროცესი არ შეჩერებულა. სამუშაოები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული მკაცრი რეკომენდაციებისა და წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.

მშენებლობა წინასწარ დათქმული ვადების გათვალისწინებით გრძელდება, რომლის თანახმად, ახალი სპორტის სასახლე 2021 წლის ზაფხულში სრულ მზადყოფნაში იქნება.

საქართველო ისტორიაში პირველად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიოში განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატიც, ისევე როგორც ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი, ერთი წლით გადაიდო და “ევრობასკეტი 2021” მომავალი წლის ნაცვლად, 2022 წელს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ FIBA ევროპის ჩემპიონატს წინასწარ დათქმულ ვადებში ჩაატარებდა, თბილისის ახალი სპორტის სასახლე უდიდეს საკალათბურთო ფორუმს სრულ მზადყოფნაში შეხვდებოდა.

დღევანდელი მდგომარეობით, მთლიანად დასრულებულია საძირკვლის მოწყობის და მშენებლობის საწყისი ეტაპის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაო, ასევე დასრულებულია ხიმინჯების (110 ცალი) შენება, სრულად დამთავრებულია ნულოვანი ბეტონის ფილისთვის ლითონის კონსტრუქციის ქსოვის სამუშაოები, ამჟამად კი მიმდინარეობს კოლონების მოწყობის სამუშაოები და პირველი სართულის მშენებლობა. მშენებლობის ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საინფორმაციო ბანერები. მშენებარე ობიექტზე დაცულია ყველა სახის სანიტარული და უსაფრთხოების ნორმა.

1800 დევნილი ოჯახი საცხოვრებელით დაახლოებით სამი წლით ადრე დაკმაყოფილდება

1800 დევნილი ოჯახი, დაახლოებით 6 000 ადამიანი, აქამდე არსებულ გეგმასთან შედარებით 3 წლით ადრე დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.

წლის ბოლომდე, მთავრობა დევნილებისთვის 150 მილიონი ლარის ღირებულების ბინებს შეუძენს სამშენებლო სექტორისგან.