ქალაქ დუშეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდება 4-სართულიანი შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და აღიჭურვება.
მიმდინარეობს N1 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა, იგეგმება დუშეთის N2 და N3 საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია.
დაბა თიანეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციის სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება, შენობა სრულად განახლდება და აღიჭურვება შესაბამისი აპარატურით.
მცხეთა-მთიანეთში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.