European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ევროპაში კორონავირუსისგან ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად თბილისი (პირველი ადგილი) და ბათუმი (მე-7 ადგილი) დასახელდა (European Safest Destination 2020).

European Best Destinations არის ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით.

შეფასებაში ვკითხულობთ:

,,საქართველომ ძალიან სწრაფად მოახდინა რეაგირება და შესაბამისი ზომების მიღება, რამაც ეპიდემიის უკიდურესად დაბალ დონეზე შენარჩუნების საშუალება მისცა.

ქვეყანა საზღვრებს საერთაშორისო ვიზიტორებისათვის პირველ ივლისს ხსნის და, შესაბამისად, ნერგავს უსაფრთხოების ნორმებს, რათა დაიცვას მოგზაურების და საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მისცეს მათ საშუალება, ისიამოვნონ უსაფრთხო დასვენებით საქართველოში.

თბილისი არის Covid 19-ით ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყნის დედაქალაქი – ადგილი, სადაც ერთმანეთს საუკეთესოდ ერწყმის წარსული, აწმყო და მომავალი, კულტურა და დასვენება. ეს არის იდეალური სამოგზაურო მიმართულება კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის.

ბათუმი საოცარი ტურისტული მიმართულებაა, სადაც შეუძლებელია მოიწყინო, რადგან აქ კომბინირებულია ზღვა, მთა, გართობა, დასვენება, ეკოტურიზმი, ბუნებაში ლაშქრობა, საყიდლებზე სიარული, კულტურა, გასტრონომია, ღვინო და მრავლადაა გასართობი აქტივობები ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის. ბათუმი ევროპაში უსაფრთხო მიმართულება არამარტო კორონავირუსის თვალსაზრისით, არამედ კრიმინალის დაბალი მაჩვენებლითაც.” – წერია სტატიაში.

Previous articleთბილისში ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს
Next articleხაშურის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს