კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მდებარე ციხე-გალავნის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. დაგეგმილია კომპლექსის აღდგენა, ნაგებობის ეზოში კი საგამოფენო დარბაზის, საოფისე სივრცის, მოსასვენებლის, საინფორმაციო ცენტრისა და ამფითეატრის მოწყობა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება და ორ ეტაპად განხორციელდება.

პანდემიის მიუხედავად, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.

Previous articleვაკის რაიონის სხვადასხვა უბანში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
Next articleქვემო ქართლში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა