Home Blog გვერდი 114

ვანის ახალი არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დასრულდა

ვანის ახალი არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დასრულდა, ექსპოზიციის ინსტალაცია კი ბოლო ეტაპზეა.

დღეს ახალი მუზეუმი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მოინახულეს.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

განახლებული მუზეუმის აუდიტორიაში, რომელიც მუზეუმსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებასა და საზოგადოების განათლებას ემსახურება, განახლდება „ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმები” მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით, რომელიც მუზეუმის დაარსებიდან რეგულარულად მიმდინარეობდა და ანტიკური ხანის შავი ზღვისპირეთის ქვეყნების ისტორიისა და არქეოლოგიის პრობლემებს ეძღვნება.

განახლებული მუზეუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ჩვენი ქვეყნის და კულტურის იდენტობისა და თვითშემეცნების საქმეში, ასევე რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებაში.

მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდა:
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

არქიტექტურული პროექტი: გერმანულმა საპროექტო კომპანია „Ellis Williams Architects” და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორებთან პარტნიორობით შემუშავდა.

გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები 2 ეტაპად განხორციელდა.

პირველი ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებდა გელათის მონასტერთან ვიზიტორთა ცენტრის, საპირფარეშოს, ავტოსადგომის და წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას.

მეორე ეტაპის სამუშაოების შედეგად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზირებულ საყრდენ კედელს, მოეწყო მანიშნებლები, ბორდიურები, ღობე და ავტოსადგომისთვის გარე განათება, მოასფალტდა ტაძრამდე მისასვლელი 600-მეტრიანი გზა.

ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და სამუშაოების ღირებულებამ 1.6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

თბილისში შშმ ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა

თბილისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა.

აღნიშნულ სახლში „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში“ მყოფი ბენეფიციარების ნაწილი გადავა.

პროექტი ხელს უწყობს ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში აღზრდასა და მათზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებას.

საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა აშშ-ის საელჩოს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

პროექტი, დაახლოებით, 1 200 000 ლარის ($425,000) ღირებულებისაა და აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის USACE მიერ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, ამავე ტერიტორიაზე გათვალისწინებულია დამატებით ორი მსგავსი ტიპის შენობის აშენება, რის შედეგადაც „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის” დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საბოლოდ დასრულდება.

ქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში ექსპორტზე გავიდა

0

ქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში ექსპორტზე გავიდა.

შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საწარმოა, რომელიც ქართული პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს. შოკური მეთოდით დამუშავებული 20 ტონა მარწყვისა და მოცვის ექსპორტი კომპანიამ ამჯერად აშშ-ში განახორციელა.

2018 წლიდან, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 5 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია.

სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 1,200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სამაცივრო კომპლექსს გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა აქვს, სადაც უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით 24 საათში 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი.

შპს „გლენბერიში“ 150 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22 000. მიმდინარე წელს კომპანიის მფლობელებმა 5 ჰა-ზე ბროკოლის და 11 ჰა-ზე მარწყვის პლანტაციაც გააშენეს.

სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 200-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა.

ახალსოფელი-ჩაბანოს და ახალსოფელი-დულუზაურებს შორის ახალი გზა იგება

თიანეთის მუნიციპალიტეტში ახალსოფელი-ჩაბანოს და ახალსოფელი-დულუზაურებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტით ათამდე სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე აღნიშნულ მონაკვეთზე გზა გაუვალი იყო და როგორც ფეხით, ასევე, ტრანსპორტით გადაადგილება სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

ახალსოფელი-ჩაბანოს და ახალსოფელი-დულუზაურებს შორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (7,3 კმ.) სამ ეტაპად ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 1 მლნ 635 ათას ლარს შეადგენს. ამ ეტაპისთვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ოთხ კილომეტრზე მეტი გზის მონაკვეთი აქვს დაგებული.

 

მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

150 სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შენობა, სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის, ექნება თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები.

შენობა აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკით, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით. გარდა სასწავლო კორპუსისა, კეთილმოეწყობა სასწავლებლის ეზო და ღია სპორტული მოედანი.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – კოლეჯი „მოდუსი“ მოქმედებს, რომელიც ქალაქ რუსთავში მდებარეობს. მარნეულში მშენებარე კოლეჯი „მოდუსის“ ფილიალი იქნება და მნიშვნელოვნად გაზრდის მხარეში, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება.

პროფესიული სასწავლებელი ფუნქციონირებას 2021 წლიდან დაიწყებს და მარნეულის, გარდაბნის, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების საჭიროებების გათვალისწინებით, ძირითადად, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს განახორციელებს.

496 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა

House key on a house shaped silver keyring in the lock of a door

საქართველოს მასშტაბით, კიდევ 496 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართები დაუკანონდა.

დევნილებს უძრავი ქონება დაუკანონდათ შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი, ხობი, წალენჯიხა, სენაკი, ჩხოროწყუ, მარტვილი, წყალტუბო, ქობულეთი, საჩხერე, სამტრედია, გორი, ხაშური, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო, დმანისი, ახალციხე გურჯაანი, სიღნაღი, მცხეთა.

მიმდინარე წლის ბოლომდე მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კიდევ 500-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში კი 2000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებლით.

2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართი 21 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.

ქალაქ ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. უკვე დასრულდა 2 ქუჩის რეაბილიტაცია, სამუშაოები პარალელურ რეჟიმში 9 ქუჩაზე მიმდინარეობს და კიდევ იგეგმება 36 ქუჩის რეაბილიტაცია.

ზუგდიდის ქუჩების საავტომობილო გზის მონაკვეთები იმდენად ამორტიზებულია, რომ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს საავტომობილო გზის საფარი. ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნის როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე ნალექიანი ამინდების დროს, როდესაც მათზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება.

პრობლემის მოსაგვარებლად ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები.

მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში, ჯამში, 47 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. მათ შორის, რებილიტაცია ჩაუტარდება ზუგდიდის ცენტრალურ – შოთა რუსთაველის, სოხუმისა და აღმაშენებელის ქუჩებს.

ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია ეტაპობრივად წლის ბოლომდე დასრულდება.

ქუჩების რეაბილიტაციას 52 მილიონ ლარამდე მოხმარდება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივესიტეტი წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ულტრათანამედროვე კამპუსი წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს.

KIU-ში სასწავლო გარემო, ინფრასტრუქტურა და საგანმანათლებლო ეკოსისტემა სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს.

KIU-ს კამპუსი მოიცავს სტუდენტების და პერსონალის საცხოვრებლებს, აკადემიურ შენობებს, ბიბლიოთეკას, კაფეებს, შიდა და გარე სარეკრეაციო სივრცეებს, ელექტროტრანსპორტს, ველობილიკებს, რაც საუნივერსიტეტო ქალაქში ცხოვრებას მრავალფეროვანსა და განუმეორებელს ხდის.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშნებელობა ფონდი “ქართუს” დაფინანსებით ხორციელდება. “ქართუ” მომავალშიც დარჩება უნივერსიტეტის კერძო დამფინანსებლად.