საქართველოს მასშტაბით, კიდევ 496 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართები დაუკანონდა.
დევნილებს უძრავი ქონება დაუკანონდათ შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი, ხობი, წალენჯიხა, სენაკი, ჩხოროწყუ, მარტვილი, წყალტუბო, ქობულეთი, საჩხერე, სამტრედია, გორი, ხაშური, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო, დმანისი, ახალციხე გურჯაანი, სიღნაღი, მცხეთა.
მიმდინარე წლის ბოლომდე მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კიდევ 500-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში კი 2000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებლით.
2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართი 21 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.