თიანეთის მუნიციპალიტეტში ახალსოფელი-ჩაბანოს და ახალსოფელი-დულუზაურებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტით ათამდე სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე აღნიშნულ მონაკვეთზე გზა გაუვალი იყო და როგორც ფეხით, ასევე, ტრანსპორტით გადაადგილება სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

ახალსოფელი-ჩაბანოს და ახალსოფელი-დულუზაურებს შორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (7,3 კმ.) სამ ეტაპად ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 1 მლნ 635 ათას ლარს შეადგენს. ამ ეტაპისთვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ოთხ კილომეტრზე მეტი გზის მონაკვეთი აქვს დაგებული.

 

Previous articleმარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
Next articleქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში ექსპორტზე გავიდა