აშშ-ის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებით 600 000 დოლარი გამოყო
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებით 600 000 დოლარი გამოყო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქის გვერდზეა განთავსებული.
საელჩო განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა COVID-19-ის...
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 400 პაციენტზე გათვლილი კოვიდგანყოფილება გაიხსნა
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ბაზაზე, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა, რომელიც, ჯამში, 400 პაციენტს მოემსახურება. პროექტის ღირებულება 8 მილიონი ლარია...
პისიარ ტესტირება საქართველოს კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პისიარ მეთოდით ჩატარებული ტესტების რაოდენობა ქვეყანაში სულ უფრო იზრდება.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ხუთ ლაბორატორიაში 695...
მეწარმეების გარკვეული კატეგორია 2020 წლის იჯარის გადასახადისგან თავისუფლდება
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მეწარმეები, რომლებსაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან მიწები იჯარით აქვთ აღებული, 2020 წლის იჯარის გადასახადისგან თავისუფლდებიან.
„მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან...
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემა დასრულდა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემა დასრულდა.
ოცივე საბავშვო ბაღის 630 აღსაზრდელმა ერთ თვეზე ნორმით გათვლილი არამალფუჭებადი პროდუქტი მიიღო.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პროდუქტების...
აჭარის მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ
აჭარის მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ჩარიცხავს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, იმედი აქვს,...
თბილისის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება.
„ვაგრძელებთ სამუშაოებს, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ქუჩების მორეცხვას გულისხმობს. ამ ღამისთვის ავიღეთ სამი...
მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში უკვე საქართველოს 5 319 მოქალაქე დაბრუნდა
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებული დაბრუნების ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების და სახმელეთო გზით ამ დროისთვის საქართველოში 5319 ადამიანი დაბრუნდა. შესაბამის სტატისტიკას საქართველოს საგარეო...
დუშეთის მუნიციპალიტეტში 1000 ბენეფიციარს სასურსათო პაკეტი გადაეცემა
დუშეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სოციალური ღონისძიება განხორციელდება. ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000 ბენეფიციარს ძირითადი მოხმარების, არამალფუჭებადი სასურსათო პროდუქტით დაკომპლექტებული პაკეტი გადაეცემა.
თვითმმართველობის წარმომადგენლები მოქალაქეებს საკვებ...
კახეთში პირბადეების დამზადება დაიწყო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მირზაანში კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულმა სამკერვალო-სახელოსნომ პირბადეების დამზადება დაიწყო.
მირზაანის დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო 5000 დამზადებულ პირბადეს გადასცემს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც შემდეგ უსასყიდლოდ დაურიგებს მოწყვლად ჯგუფებს,...