დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მირზაანში კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულმა სამკერვალო-სახელოსნომ პირბადეების დამზადება დაიწყო.
მირზაანის დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო 5000 დამზადებულ პირბადეს გადასცემს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც შემდეგ უსასყიდლოდ დაურიგებს მოწყვლად ჯგუფებს, სამედიცინო პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა.
სამუშაო პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. სახელოსნოში დღიურად 500-მდე პირბადეს ამზადებენ. მონასტრის წვერების გარდა, პირბადეების დამზადების პროცესში ადგილობრივი მრევლია ჩართული.
აღნიშნული პროექტი ევროკავშირის (ENPARD) პროგრამის ,,მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის“ და დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება.