დუშეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სოციალური ღონისძიება განხორციელდება. ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000 ბენეფიციარს ძირითადი მოხმარების, არამალფუჭებადი სასურსათო პროდუქტით დაკომპლექტებული პაკეტი გადაეცემა.

თვითმმართველობის წარმომადგენლები მოქალაქეებს საკვებ პროდუქტებს ბინაზე მიუტანენ.

მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტში სოციალური აქტივობები რეგულარულად ხორციელდება.

რამდენიმე დღის წინ, ქალაქ დუშეთის უფასო სასადილოს 125 ბენეფიციარს 1 თვის სასურსათო მარაგი დაურიგდა. სასურსათო პაკეტები გადაეცა შატილისა და არხოტის ხეობებში მცხოვრებ 50-მდე ოჯახსაც.

Previous articleლანჩხუთში 500-მდე ოჯახის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დასრულდა
Next articleაღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთის მუნიციპალიტეტში 900 ბენეფიციარს სასურსათო კალათები გადაეცა