მივმართავ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად დაუდგნენ გვერდში თავიანთ თანამშრომლებს და გადაუხადონ ხელფასები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ხშირად ისმის და პირადად მასაც სწერენ, რომ სხვადასხვა კომპანიიდან ანაზღაურების გარეშე ხდება თანამშრომლების გაშვება.
„სახელმწიფოს მხრიდან იქნება მხარდაჭერა, რომ თქვენ ღირსეულად შეძლოთ ამ დარტყმის შემდეგ წამოდგომა. დარწმუნებული ვარ, ბევრი კომპანია ამას გაითვალისწინებს და ადამიანებს ხელფასის გარეშე არ გაუშვებს სახლში“, – განაცხადა კახა კალაძემ.