სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ბაზაზე, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა, რომელიც, ჯამში, 400 პაციენტს მოემსახურება. პროექტის ღირებულება 8 მილიონი ლარია და ის სახელმწიფო სახსრებით განხორციელდა.

ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის თანამედროვე რეაბილიტირებული კოვიდგანყოფილება ელექტრო და მექანიკური სამედიცინო საწოლებით, ჟანგბადის კონცენტრატორებითა და კრიტიკულ-გადაუდებელი სუნთქვის აპარატებითაა აღჭურვილი და პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ სერვისებს სთავაზობს. ამ ეტაპზე კლინიკაში სრულად აღჭურვილი 200 რეანიმაციული საწოლია, რომელსაც თებერვალში კიდევ 200 დაემატება.

გარდა ამისა, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დამატებით სამი ერთეული ჟანგბადის დანადგარი დაემატა, რაც პაციენტებისთვის ჟანგბადის უწყვეტ და ცენტრალიზებულ მიწოდებას უზრუნველყოფს.

 

Previous articleფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
Next articleგუდაურში სასტუმრო „მარკო პოლოსთან“ მისასვლელი გზა სრულად განახლდა