Home Blog გვერდი 9

პრემიერი – ანაკლიის პორტისთვის ჯამში 70 მილიონი ლარი გამოიყოფა

0

ეკონომიკის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 150 მილიონი ლარი და, ჯამში, 800 მილიონ ლარამდე იქნება ბიუჯეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონი ლარი.

„შედარებისთვის, მინდა, ვთქვა, რომ, 2012 წელთან შედარებით, გაზრდილია 326 მილიონი ლარით ბიუჯეტი. აქედან მინდა, მნიშვნელოვანი სიახლე გაცნობოთ. ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონი ლარი. 50 მილიონი ლარი იქნება 2024 წელს ჩადებული და 20 მილიონი უკვე წელს გამოვუყავით. ჩვენი მხრიდან დასადები თანხები უკვე მობილიზებულია, დაიწყება მშენებლობა გაზაფხულზე, ამ გეგმის მიხედვით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ახლა ინვესტორის შერჩევა, რომელიც მალე დასრულდება, მაქსიმუმ, დეკემბერი-იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის მარტი-აპრილში, დაახლოებით ასეთი გეგმა გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი – 1000-მდე მრავალშვილიან, უსახლკარო ოჯახს ბინებს შევუძენთ

მივიღეთ გადაწყვეტილება, 1 000-მდე უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს შევუძინოთ ბინები, რათა იცხოვრონ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ ასეთ ყურადღებას და მთავრობისგან არცერთი არ უნდა იყოს მიტოვებული.

„ასევე, მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, ეტაპობრივად, საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს. ჩემი დავალებით, ჩვენ შევისწავლეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, უსახლკაროები ან გაუსაძლის პირობებში მცხოვრებლები, შევაფასეთ მათი მდგომარეობა და ასეთი დაახლოებით 1 000-მდე ოჯახია, ვისაც სამი შვილი და მეტი ჰყავს, არიან გაჭირვებულები და სოციალურად დაუცველები. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1 000-მდე ასეთ ოჯახს შევუძინოთ ბინები და იცხოვრებენ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში. ეს იქნება, მაქსიმუმ, ორწლიანი პროგრამა. ამ პროგრამას ჩვენ გაისად დავიწყებთ და, ჯამურად, დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. 25 მილიონი ლარი დაიხარჯება 2024 წელს და შემდეგი მეორე 25 მილიონი ლარი 2025 წელს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ ასეთ ყურადღებას და მთავრობისგან არცერთი არ უნდა იყოს მიტოვებული.

ასევე გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია და ეს ჯამურად საკმაოდ დიდი თანხაა, რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. საკმაოდ მცირე თანხა იყო და ესეც გავაოთხმაგეთ, გავახუთმაგეთ რიგ შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი – ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლებისთვის პენსია 1 000 ლარამდე გაიზრდება

ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლებისთვის 2024 წლიდან პენსია 1 000 ლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პენსიის მაქსიმალური ზღვარი 560 ლარი იყო.

„მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი პატივცემული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისთვის. მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცსამსახურები, მიიღებენ გაზრდილ პენსიას. იცით, რომ პენსიის მაქსიმალური ზღვარი იყო 560 ლარი და გაიზრდება 1 000 ლარამდე. ასევე საშუალოდ 20 პროცენტით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც გვინდა, რომ შემსოავლების მიხედვით ეტაპობრივად გაიზარდოს.

ასევე გვინდა, კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატოთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა და მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ. მათი კომპენსაცია 1 000 ლარიდან 1 200 ლარამდე გაიზრდება. 2012 წელს იყო ნული ლარი, არავითარი ყურადღება არ ექცეოდათ ამ ადამიანებს. ჩვენ 1 200 ლარს დავუნიშნავთ ყოველთვიურ კომპენსაციას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ

ირაკლი ღარიბაშვილი

ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები 2024 წელს სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ, ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ბიუჯეტით გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება.

„მომდევნო წელს პენსიონრებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს. ასეთია დაახლოებით 400 000 პენსიონერი. ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს 2024 წელს. ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშნებლობის ისტორიული პროექტი. გაჭრილია ყველაზე გრძელი 9კმ-იანი გვირაბის 7,7კმ

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში აშენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 4 ხიდი და 4 გვირაბი. მათ შორის, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, რომლის ბურღვა კლდოვან ქანებში მიმდინარეობს, საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება.

ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობის ისტორიულ პროექტზეც, სადაც, 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის გვირაბის გაყვანა სპეციალურად პროექტისთვის დამზადებული TBM-ის დანადგარით გრძელდება.

ახალი 23 კმ-იანი გზა მანძილს 11 კმ-ით შეამცირებს, ხოლო გზის გავლას 1 სთ-ის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

2022 წელს დაიწყო და 2023 წელს დასრულდა 11 სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი; აშენდა 4 ახალი საწვრთნელი და სათადარიგო სტადიონი

default
2022 წელს დაიწყო და 2023 წელს დასრულდა 11 სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი; აშენდა 4 ახალი უეფას მე-4 კატეგორიის საწვრთნელი და სათადარიგო სტადიონი.
ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავ-სადრენაჟე სისტემით.

სტადიონებზე მოეწყო გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინების და უსაფრთხოების სისტემები.

ჩატარებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ახალი საფარი მოეწყო 11 მოედანზე, მოეწყო 6 სტადიონის განათების სისტემა, დამონტაჟდა გახმოვანების ახალი სისტემები ახალი სკამები, ლედ სარეკლამო კედლები და სხვა.

2013 წლიდან დღემდე გახსნილია აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 193კმ. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 81კმ-ზე 

2013 წლიდან დღემდე გახსნილია აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 193 კილომეტრი, ხოლო სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 81 კილომეტრზე.

ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე აშენებულია 13 კილომეტრი.

რიკოთის პროექტის შემადგენელი, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, რომლის 34 ფერდზე შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტებით სამუშაოები ხორციელდება, 3 გვირაბიდან 1 გაჭრილია, 2-ზე მიმდინარეობს სამუშაოები. 17 ხიდიდან აშენებულია 10, დანარჩენ 3-ზე მიმდინარეობს სამუშაოები. ეს არის მონაკვეთი, სადაც მდებარეობს დღეისათვის ქვეყნის ყველაზე გრძელი – 1800 კმ-იანი გვირაბი და რომლის პარალელური გვირაბის გაჭრა აქტიურად მიმდინარეობს.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე 17 ხიდიდან აშენებულია 9 ხიდი, 10 გვირაბიდან გაჭრილია 9 გვირაბი.

სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 და მე-4 ლოტზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია, მე-3 ლოტზე ტენდერის შედეგად გამარჯვებული კომპანია აწარმოებს ინტენსიურ სამუშაოებს.

2022 წელს მოძრაობა გაიხსნა გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის 5 კმ-ზე, დასრულების ეტაპზეა გზის 6 კმ-იანი მონაკვეთი, 3 კმ-იან მონაკვეთზე კი, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

ბათუმის შემოვლით გზაზე 5 გვირაბიდან დასრულებულია 3 გვირაბი, 20 ხიდიდან აშენებულია 18 ხიდი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალას საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

default

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჭაპალას საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სკოლის რეაბილიტაცია ითვალისწინებს სკოლის შენობის გამაგრება/სრულ რეაბილიტაციას და ეზოს კეთილმოწყობას. ამჟამად შენობის სახურავი რეაბილიტირებულია და მიმდინარეობს საძირკვლის და შიდა ტიხრების გამაგრება; პროექტი ასევე მოიცავს ფასადის, საკლასო ოთახების, სველი წერტილების, დერეფნების, კიბის უჯრედების, ადმინისტრაციული ნაწილის, ფოიეს, სააქტო და სპორტული დარბაზების რეაბილიტაციას.

ეწყობა კომპიუტერული ქსელი, სახანძრო სიგნალიზაციის, წყალ-კანალიზაციის, გათბობის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი.

სკოლა ადაპტირებული გახდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: კეთდება ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.

დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა: მოსწავლეთა სოციალური ადაპტაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისთვის სკოლის შიდა ეზოში მოეწყობა რეკრეაციული სივრცეები და მრავალფუნქციური ღია სპორტული მოედანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლა სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.

შედეგად, მომავალი ახალი სასწავლო წლიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალას 250-ზე მეტი მოსწავლე და მათი მასწავლებლები სწავლას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტული და უსაფრთხო სკოლაში გააგრძელებს.

ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია დაასრულა.

პროექტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, განხორციელდა და ღირებულება 10.2 მილიონი ლარია.

პარკის საერთო ფართობი 8 ჰექტარია. პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის – სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად.

რეკრეაციულ პარკში შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს გახდის პარკში დროის გატარებას, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ისე დაბის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის.

განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე.

ფოტოები

    

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური ქირურგია, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.

მიმდინარე წლის აგვისტოდან გადაწყვეტილებით ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა. დღეს − საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილების მიხედვით − მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ქიმიო/ჰორმონო/სხივური თერაპიებისა და მედიკამენტების, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.